https://sputnik-georgia.com/20211229/parlamentma-sasamartlo-reforma-pirveli-mosmenit-daamtkica-263263799.html
პარლამენტმა სასამართლო რეფორმა პირველი მოსმენით დაამტკიცა
პარლამენტმა სასამართლო რეფორმა პირველი მოსმენით დაამტკიცა
Sputnik საქართველო
ახალი კანონპროექტის მიხედვით, მოსამართლეების მიმართ სანქციები ფართოვდება
2021-12-29T23:19+0400
2021-12-29T23:19+0400
2021-12-29T23:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249995993_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_bc60da9e7efa3ef6250d4045ee4209f9.jpg
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს ცვლილებების განხილვა კანონში „საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ“.დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით მოიწონა ცვლილებები, რომელთა თანახმადაც მკაცრდება კონტროლი მოსამართლეებზე და ფართოვდება მათ მიმართ დისციპლინური სასჯელის გამოყენების შესაძლებლობები.ცვლილებების ავტორები არიან დეპუტატები მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ცვლილებების თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო რაიონულ, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა კანდიდატების, რომლების კონკურსს გამოეთიშნენ, სხვა ვაკანტურ ადგილებზე დანიშვნას შეძლებს.კანონპროექტის მიხედვით, დასაშვები ხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ზედიზედ მეორე ვადით არჩევა, რაც მოქმედი კანონმდებლობით დაუშვებელია.იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას კვორუმი ორი მესამედიდან მარტივ უმრავლესობამდე შემცირდება.იუსტიციის უმაღლესი საბჭო ასევე იქნება უფლებამოსილი, ჩამოაცილოს საქმეს საერთო სასამართლოს მოსამართლე, თუ მან დაარღვია ქცევის ნორმები, ან თუ არსებობს ასეთი ვარაუდი, ან თუ მას ბრალს უყენებენ.ცვლილებების შედეგად კანონში გაჩნდება „დამოუკიდებელი ინსპექტორის“ ცნება. ამ თანამდებობის პირი მოსამართლეთა მიერ დისციპლინური დარღვევების ფაქტებს გამოავლენს.საქართველოში ახალი სასამართლო რეფორმა იგეგმება: პარლამენტი ახალ კანონპროექტს იხილავს >>კანონპროექტის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მოსამართლეს პროცესზე საკუთარი აზრის გამოხატვის გამოც, რომელიც, დამოუკიდებელი ინსპექტორისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თვალსაზრისით, არ იქნება გაწონასწორების ან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის კრიტერიუმების შესაბამისი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249995993_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_070c810b341c55515ea6bf001c9baac7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასამართლო რეფორმა საერთო სასამართლოები სანქციები პარლამენტი
სასამართლო რეფორმა საერთო სასამართლოები სანქციები პარლამენტი
პარლამენტმა სასამართლო რეფორმა პირველი მოსმენით დაამტკიცა
23:19 29.12.2021 (განახლებულია: 23:22 29.12.2021) ახალი კანონპროექტის მიხედვით, მოსამართლეების მიმართ სანქციები ფართოვდება
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს ცვლილებების განხილვა კანონში „საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ“.
დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით მოიწონა ცვლილებები, რომელთა თანახმადაც მკაცრდება კონტროლი მოსამართლეებზე და ფართოვდება მათ მიმართ დისციპლინური სასჯელის გამოყენების შესაძლებლობები.
ცვლილებების ავტორები არიან დეპუტატები მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ცვლილებების თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო რაიონულ, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა კანდიდატების, რომლების კონკურსს გამოეთიშნენ, სხვა ვაკანტურ ადგილებზე დანიშვნას შეძლებს.
კანონპროექტის მიხედვით, დასაშვები ხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ზედიზედ მეორე ვადით არჩევა, რაც მოქმედი კანონმდებლობით დაუშვებელია.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას კვორუმი ორი მესამედიდან მარტივ უმრავლესობამდე შემცირდება.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო ასევე იქნება უფლებამოსილი, ჩამოაცილოს საქმეს საერთო სასამართლოს მოსამართლე, თუ მან დაარღვია ქცევის ნორმები, ან თუ არსებობს ასეთი ვარაუდი, ან თუ მას ბრალს უყენებენ.
ცვლილებების შედეგად კანონში გაჩნდება „დამოუკიდებელი ინსპექტორის“ ცნება. ამ თანამდებობის პირი მოსამართლეთა მიერ დისციპლინური დარღვევების ფაქტებს გამოავლენს.
კანონპროექტის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მოსამართლეს პროცესზე საკუთარი აზრის გამოხატვის გამოც, რომელიც, დამოუკიდებელი ინსპექტორისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თვალსაზრისით, არ იქნება გაწონასწორების ან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის კრიტერიუმების შესაბამისი.