https://sputnik-georgia.com/20211229/moswavleebs-saqartvelodan-rusuli-enis-olimpiadaze-iwveven-263259712.html
მოსწავლეებს საქართველოდან რუსული ენის ოლიმპიადაზე იწვევენ: ბენეფიტები
მოსწავლეებს საქართველოდან რუსული ენის ოლიმპიადაზე იწვევენ: ბენეფიტები
Sputnik საქართველო
ოლიმპიადის გამარჯვებულებს ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდოები ელით
2021-12-29T20:27+0400
2021-12-29T20:27+0400
2021-12-29T22:58+0400
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/i/logo/logo-social.png
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. მოსოვის პუშკინის სახელობის რუსული ენის სახელმწიფო ინსტიტუტმა გამოაცხადა რუსული ენის XVIII საერთაშორისო ოლიმპიადა მოსწავლეებისთვის, რომლებიც უცხოეთში სწავლობენ, აღნიშნულია ღონისძიების ვებ-გვერდზე.ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ საზღვარგარეთის სკოლების უფროსი კლასების მოსწავლეებს – რუსულის, როგორც უცხო ენის ეროვნულ ოლიმპიადებში გამარჯვებულებს, რუსულენოვანი სკოლების უფროსი კლასების მოსწავლეებს, ასევე ინდივიდუალურ მონაწილეებს.ოლიმპიადა ჩატარდება ონლაინ–ფორმატში რამდენიმე საკონკურსო მიმართულებით:ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ ოლიმპიადის გამარჯვებულები პუშკინის ინსტიტუტში ან რუსეთის სხვა უმაღლეს სასწავლებელში ფილოლოგიურ ან ლინგვისტურ საბაკალავრო პროგრამებზე უფასოდ სწავლის უფლებას მიიღებენ. კვოტები გამოყოფილია რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ.ოლიმპიადის ეტაპებია: რეგისტრაცია პორტალზე „განათლება რუსულ ენაზე“ – 2022 წლის 31 იანვრამდე; შესარჩევი ეტაპი – 2022 წლის 10 თებერვლამდე; ნახევარფინალი – 2022 წლის 1 მარტამდე; ფინალი – 2022 წლის 20 მარტამდე.წყარო - ღონისძიების ვებ-გვერდი.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსული ენა ოლიმპიადა
მოსწავლეებს საქართველოდან რუსული ენის ოლიმპიადაზე იწვევენ: ბენეფიტები
20:27 29.12.2021 (განახლებულია: 22:58 29.12.2021) ოლიმპიადის გამარჯვებულები საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებენ.
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. მოსოვის პუშკინის სახელობის რუსული ენის სახელმწიფო ინსტიტუტმა გამოაცხადა რუსული ენის XVIII საერთაშორისო ოლიმპიადა მოსწავლეებისთვის, რომლებიც უცხოეთში სწავლობენ, აღნიშნულია ღონისძიების ვებ-გვერდზე.
ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ საზღვარგარეთის სკოლების უფროსი კლასების მოსწავლეებს – რუსულის, როგორც უცხო ენის ეროვნულ ოლიმპიადებში გამარჯვებულებს, რუსულენოვანი სკოლების უფროსი კლასების მოსწავლეებს, ასევე ინდივიდუალურ მონაწილეებს.
ოლიმპიადა ჩატარდება ონლაინ–ფორმატში რამდენიმე საკონკურსო მიმართულებით:
უცხო ქვეყნების სკოლების უფროსი კლასების მოსწავლეებისთვის, რომლებიც რუსულს სწავლობენ, როგორც უცხო ენას;
უცხო ქვეყნების სკოლების რუსულენოვანი სკოლების უფროსი კლასების მოსწავლეებისთვის;
უცხო ქვეყნების ორენოვანი სკოლების უფროსი კლასების მოსწავლეებისთვის.
ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ ოლიმპიადის გამარჯვებულები პუშკინის ინსტიტუტში ან რუსეთის სხვა უმაღლეს სასწავლებელში ფილოლოგიურ ან ლინგვისტურ საბაკალავრო პროგრამებზე უფასოდ სწავლის უფლებას მიიღებენ. კვოტები გამოყოფილია რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ.
ოლიმპიადის ეტაპებია: რეგისტრაცია პორტალზე „განათლება რუსულ ენაზე“ – 2022 წლის 31 იანვრამდე; შესარჩევი ეტაპი – 2022 წლის 10 თებერვლამდე; ნახევარფინალი – 2022 წლის 1 მარტამდე; ფინალი – 2022 წლის 20 მარტამდე.
წყარო - ღონისძიების
ვებ-გვერდი.