Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

არ მინდოდა გადახლეჩილი, დასიებული თვალებით ვინმეს ვეხილე: რა დაავადებას ებრძვის დარსმელიძე

© Facebook / LIU Studioმაია დარსმელიძე
მაია დარსმელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2021
გამოწერა
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად წინასაახალწლო ციებ-ცხელება მატულობს. წინა წლისგან განსხვავებით, წელს მომღერლები, მსახიობები, შოუმენები გრანდიოზული ღონისძიებებისთვის და კონცერტებისთვის ემზადებიან.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში მუსიკოსი მაია დარსმელიძე ეხმაურება და წერს, რომ რთული ფორმის ალერგიას ებრძვის, ამიტომ წლის შემაჯამებელ ღონისძიებებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
„მთელი წელი გადაცემებშიც არ მივლია და თითქმის ყოველდღე სხვადასხვა არხის სხვადასხვა ჟურნალისტს ერთად ან ცალ-ცალკე ვუხსნიდი, რომ წარმოუდგენელი ალერგია მაქვს და ვერც ერთ ეთერში ვერ მივიდოდი მე, ნარცისთაგან გამორჩეულად თავმოყვარე უნარცისესი, რადგან არ მინდოდა ალერგიისგან გადახლეჩილი და დასიებული თვალებით ვინმეს ცისფერი ეკრანიდან ვეხილე“, – წერს დარსმელიძე.
მაია დარსმელიძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვისაც მისი პასიურობის მიუხედავად მაინც გაახსენდა და სხვადასხვა შემოთავაზებებით გამუდმებით ურეკავდნენ.

„გულწრფელად მიხაროდა, რომ, მიუხედავად ჩემი ეკრანზე პასიურობისა, მოთხოვნაშიც ვიყავი და ტელეფონსაც მიფეთქებდნენ, მარა… მთელი წელი მკურნალობაში და ექსპერიმენტებში გავატარე… ჰა, წელი მთავრდება და ვპოსტავ და ჩემი „ტრიბუნიდანაც“ იცოდეთ, რატომ არ ვჩანდი“, – დაწერა მომღერალმა.

მუსიკოსი იმედოვნებს, რომ 2022 წელი მეტად წარმატებული და სასიკეთო იქნება თითოეული ადამიანისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0