https://sputnik-georgia.com/20211229/fwxburti-gamovlindnen-saqartvelos-cempioinatis-sauketeso-motamaseebi-263257275.html
ფეხბურთი: გამოვლინდნენ საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეები
ფეხბურთი: გამოვლინდნენ საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეები
Sputnik საქართველო
გამოვლინდნენ გამარჯვებულები ნომინაციებში „საუკეთესო მეკარე", „საუკეთესო მცველი" და „საუკეთესო ნახევარმცველი"
2021-12-29T19:20+0400
2021-12-29T19:20+0400
2021-12-29T22:31+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1d/263254637_0:73:1920:1153_1920x0_80_0_0_cdfe44151e57dd358d375f8bc7349d6e.jpg
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის შედეგების მიხედვით, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად და ბომბარდირად თბილისის „დინამოს“ ფორვარდი ზორან მარუშიჩი დასახელდა. სერბმა ლეგიონერმა ლიგის 36 მატჩში 16 გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა.მარუშიჩმა ასევე საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერის პრიზიც მიიღო.საუკეთესო მწვრთნელის ტიტული გია გეგუჩაძემ მოიპოვა. ისტორიაში პირველად ბათუმის „დინამოს“ მწვრთნელმა შავი ზღვის კლუბი საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებამდე მიიყვანა.სხვა ნომინაციებში გამარჯვებულები ბათუმის „დინამოს“ მოთამაშეები გახდნენ:საქართველოს ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები:COVID-19-ის პანდემიის გამო დაჯილდოების ცერემონია ონლაინ რეჟიმში გაიმართა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1d/263254637_114:0:1806:1269_1920x0_80_0_0_d5c193ac21f455fd7830a865f2a52fcf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთი საუკეთესო მოთამაშეები
საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთი საუკეთესო მოთამაშეები
ფეხბურთი: გამოვლინდნენ საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეები
19:20 29.12.2021 (განახლებულია: 22:31 29.12.2021) გამოვლინდნენ გამარჯვებულები ნომინაციებში „საუკეთესო მეკარე", „საუკეთესო მცველი" და „საუკეთესო ნახევარმცველი".
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის შედეგების მიხედვით, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად და ბომბარდირად თბილისის „დინამოს“ ფორვარდი ზორან მარუშიჩი დასახელდა. სერბმა ლეგიონერმა ლიგის 36 მატჩში 16 გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა.
მარუშიჩმა ასევე საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერის პრიზიც მიიღო.
საუკეთესო მწვრთნელის ტიტული გია გეგუჩაძემ მოიპოვა. ისტორიაში პირველად ბათუმის „დინამოს“ მწვრთნელმა შავი ზღვის კლუბი საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებამდე მიიყვანა.
სხვა ნომინაციებში გამარჯვებულები ბათუმის „დინამოს“ მოთამაშეები გახდნენ:
საუკეთესო მეკარე - ლაზარე კუპატაძე
საუკეთესო მცველი - ირაკლი აზაროვი
საუკეთესო ნახევარმცველი - სანდრო ალთუნაშვილი
საქართველოს ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები:
მეკარე - ლაზარ კუპატაძე („დინამო“ ბათუმი)
მცველები - გრიგოლ ჭაბრაძე, მამუკა კობახიძე, ირაკლი აზაროვი (ყველა ბათუმის „დინამო“), საბა ხვადაგიანი („დინამო“ თბილისი)
ნახევარმცველები - ირაკლი ბიძინაშვილი და ნიკა გაგნიძე (ორივე გორის „დილა“), სანდრო ალთუნაშვილი და ჯაბა ჯიღაური (ორივე ბათუმის „დინამო“)
თავდამსხმელები - ზორან მარუშიჩი („დინამო“ თბილისი), გიორგი ფანცულაია („დინამო“ თბილისი).
COVID-19-ის პანდემიის გამო დაჯილდოების ცერემონია ონლაინ რეჟიმში გაიმართა.