ფარავნის უღელტეხილზე ტრაილერების მოძრაობის რეჟიმი შეიცვალა

© photo: Sputnik / Stringerტრაილერები თოვლიან გზაზე
ტრაილერები თოვლიან გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2021
გამოწერა
მოძრაობა საპატრულო პოლიციის ზედამხედველობით განხორციელდება.
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. ამინდის გაუმჯობესების გამო ტრაილერებისთვის მოძრაობის რეჟიმი შეიცვალა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-104 კმ (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე.
სატვირთოებისთვის, ნაცვლად 10:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში მოძრაობისა, გადაადგილება ახლა უკვე თავისუფალია 08:00-დან 20:00 საათამდე.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია 24 საათის განმავლობაში.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით განხორციელდება.
როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ყველა ახალი ამბავი
0