https://sputnik-georgia.com/20211229/dubaisi-saqartvelos-erovnuli-dre-arinisneba-263247967.html
დუბაიში საქართველოს ეროვნული დღე აღინიშნება
დუბაიში საქართველოს ეროვნული დღე აღინიშნება
Sputnik საქართველო
„ექსპო 2020 დუბაი“ უნიკალური შესაძლებლობაა საქართველოსთვის, რათა მსოფლიოსა და მილიონობით ვიზიტორს საკუთარი კულტურა და ისტორია გააცნოს, აცხადებენ სამინისტროში. 29.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-29T15:29+0400
2021-12-29T15:29+0400
2021-12-29T19:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
არაბთა გაერთიანებული საამიროები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1d/263244378_0:0:1301:731_1920x0_80_0_0_256e6531c80b4434c46567a3b0565263.jpg
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საერთაშორისო გამოფენა „ექსპო 2020 დუბაის“ (Expo 2020 Dubai) ფარგლებში დუბაიში დღეს საქართველოს ეროვნული დღე აღინიშნება, რომელსაც ქართული დელეგაცია ესწრება, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.„ექსპო 2020 დუბაიზე“ საქართველოს ეროვნული დღისადმი მიძღვნილი რამდენიმე ღონისძიება გაიმართება, მანამდე კი საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა სიტყვით გამოვა. მინისტრთან ერთად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება საქართველოს ვიცე-პრემიერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელიც დელეგაციას ხელმძღვანელობს.ოფიციალური ნაწილის შემდეგ ადგილზე შესრულდება სუხიშვილების ბალეტისა და ანსამბლ „ბასიანის“ ფოლკლორული ნომრები. დამთვალიერებლებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ქართული კულტურის სხვადასხვა ნიმუშებს. გარდა ამისა, დღის განმავლობაში დაგეგმილია გორის ქალთა გუნდის კონცერტი, ხოლო საღამოს დასკვნით ღონისძიებად „დუბაი მილენიუმ ამფითეატრში“ სუხიშვილებისა და „ბასიანის“ გალა-კონცერტი გაიმართება.როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „ექსპო 2020 დუბაი“ დიდი შესაძლებლობაა საქართველოსთვის სხვადასხვა თვალსაზრისით.ქართული დელეგაცია მოინახულებს საქართველოს პავილიონსაც, რომელიც ოქტომბრიდან ფუნქციონირებს და ამ პერიოდში უკვე რამდენიმე ათასმა ვიზიტორმა დაათვალიერა. პარალელურად, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა რამდენიმე შეხვედრას გამართავს ადგილობრივ კომპანიებთან.აღსანიშნავია, რომ „ექსპო 2020 დუბაიში“ მსოფლიოს 191 ქვეყანა მონაწილეობს.
საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1d/263244378_43:0:1190:860_1920x0_80_0_0_0017b885c04d10bcbd1159d11fd2d5fe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, არაბთა გაერთიანებული საამიროები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, არაბთა გაერთიანებული საამიროები
დუბაიში საქართველოს ეროვნული დღე აღინიშნება
15:29 29.12.2021 (განახლებულია: 19:59 29.12.2021) „ექსპო 2020 დუბაი“ უნიკალური შესაძლებლობაა საქართველოსთვის, რათა მსოფლიოსა და მილიონობით ვიზიტორს საკუთარი კულტურა და ისტორია გააცნოს, აცხადებენ სამინისტროში.
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საერთაშორისო გამოფენა „ექსპო 2020 დუბაის“ (Expo 2020 Dubai) ფარგლებში დუბაიში დღეს საქართველოს ეროვნული დღე აღინიშნება, რომელსაც ქართული დელეგაცია ესწრება, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
„ექსპო 2020 დუბაიზე“ საქართველოს ეროვნული დღისადმი მიძღვნილი რამდენიმე ღონისძიება გაიმართება, მანამდე კი საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა სიტყვით გამოვა.
მინისტრთან ერთად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება საქართველოს ვიცე-პრემიერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელიც დელეგაციას ხელმძღვანელობს.
ოფიციალური ნაწილის შემდეგ ადგილზე შესრულდება სუხიშვილების ბალეტისა და ანსამბლ „ბასიანის“ ფოლკლორული ნომრები. დამთვალიერებლებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ქართული კულტურის სხვადასხვა ნიმუშებს.
გარდა ამისა, დღის განმავლობაში დაგეგმილია გორის ქალთა გუნდის კონცერტი, ხოლო საღამოს დასკვნით ღონისძიებად „დუბაი მილენიუმ ამფითეატრში“ სუხიშვილებისა და „ბასიანის“ გალა-კონცერტი გაიმართება.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „ექსპო 2020 დუბაი“ დიდი შესაძლებლობაა საქართველოსთვის სხვადასხვა თვალსაზრისით.
„უნიკალური შესაძლებლობაა, რომ მსოფლიოს მილიონობით ვიზიტორს, ვინც ექვსი თვის განმავლობაში მოინახულებს ამ გრანდიოზულ გამოფენას, გააცნოს ქართული კულტურა, ისტორია და, რა თქმა უნდა, ის თანამედროვე შესაძლებლობები, რომელსაც საქართველო სთავაზობს მსოფლიოს ტურიზმის, ინვესტიციების, ბიზნესის კეთებისა და ბევრი სხვა საინტერესო კუთხით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ქართული დელეგაცია მოინახულებს საქართველოს პავილიონსაც, რომელიც ოქტომბრიდან ფუნქციონირებს და ამ პერიოდში უკვე რამდენიმე ათასმა ვიზიტორმა დაათვალიერა.
პარალელურად, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა რამდენიმე შეხვედრას გამართავს ადგილობრივ კომპანიებთან.
აღსანიშნავია, რომ „ექსპო 2020 დუბაიში“ მსოფლიოს 191 ქვეყანა მონაწილეობს.