Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

1.231 მძიმე პაციენტი: ეპიდვითარება რეგიონებში

© photo: Sputnik / Stringerეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2021
გამოწერა
საქართველოში, რომელიც კორონავირუსის მეექვსე ტალღის მოლოდინშია, გარდაცვალების მაჩვენებელი კვლავ მაღალია.
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2.514 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.226 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი აჭარის რეგიონია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 304, აჭარა – 232, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 148, კახეთი – 134, ქვემო ქართლი – 119, გურია – 114, შიდა ქართლი – 108, მცხეთა-მთიანეთი – 62, სამცხე-ჯავახეთი – 46, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2.711 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 890.733-მდე გაიზარდა.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 29 დეკემბერი
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 61 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 13.707-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 26.078 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.794 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.080, იმერეთში – 936, აჭარაში – 484.
1.231 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 296 პირი, მათგან თბილისში – 164, აჭარაში – 35, იმერეთში – 28.
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 858 ადამიანი, მათ შორის 548 – თბილისში, 201 – აჭარაში.
20.426 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 41, აჭარაში – ერთი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31.241 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.514-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 930.544-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0