https://sputnik-georgia.com/20211228/saqartvelos-rkinigzam-batumis-mimartulebit-damatebiti-reisi-danisna-263222230.html
„საქართველოს რკინიგზამ" ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისი დანიშნა
„საქართველოს რკინიგზამ" ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისი დანიშნა
Sputnik საქართველო
საახალწლოდ მგზავრთნაკადი იზრდება, ამიტომ „საქართველოს რკინიგზამ" ბათუმის მიმართულებოით დამატებითი რეისები დანიშნა
2021-12-28T17:42+0400
2021-12-28T17:42+0400
2021-12-28T23:39+0400
ახალი ამბები
ბათუმი
თბილისი დღეს
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/13/252622112_0:84:1400:872_1920x0_80_0_0_dad86ac95534ec6b1c8599bc14ce8358.jpg
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. „საქართველოს რკინიგზამ" ახალი წლისა და შობის დღესასწაულებთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო დღეიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები დანიშნა.როგორც კომპანიის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისი–ბათუმი–თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისები 28, 29, 30 და 31 დეკემბერს, ასევე 2, 6, 9, 10 და 11 იანვარს დაინიშნა.რკინიგზის ადმინისტრაციის განცხადებით, კვლავ ძალაში რჩება COVID-19-თან დაკავშირებული რეკომენდაციები. კერძოდ, მგზავრს ეკრძალება მატარებელში პირბადის გარეშე ასვლა და მგზავრობის პროცესში მისი მოხსნა.გარდა ამისა, მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი, მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული.ადმინისტრაცია მგზავრებს მოუწოდებს, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად.„საქართველოს რკინიგზამ" სამგზავრო მატარებლების მოძრაობა 27 თებერვლიდან აღადგინა, როდესაც მოიხსნა 2020 წლის ნოემბერში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო საქალაქთაშორისო სამგზავრო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები.
ბათუმი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/13/252622112_64:0:1337:955_1920x0_80_0_0_19dffcc6f3cc34895b4bbccd1518198f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რკინიგზა მატარებელი რეისები თბილისი ბათუმი
რკინიგზა მატარებელი რეისები თბილისი ბათუმი
„საქართველოს რკინიგზამ" ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისი დანიშნა
17:42 28.12.2021 (განახლებულია: 23:39 28.12.2021) „საქართველოს რკინიგზა" მოქალაქეებს მგზავრობისას უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს. მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ.
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. „საქართველოს რკინიგზამ" ახალი წლისა და შობის დღესასწაულებთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო დღეიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები დანიშნა.
როგორც კომპანიის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისი–ბათუმი–თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისები 28, 29, 30 და 31 დეკემბერს, ასევე 2, 6, 9, 10 და 11 იანვარს დაინიშნა.
მატარებელი თბილისიდან ბათუმის მიმართულებით 10:30 საათზე გავა, ბათუმში იქნება 16:09 საათზე. ხოლო ბათუმიდან თბილისის მიმართულებით გამოვა 18:20 საათზე და თბილისში ჩამოვა 23:52 საათზე. რკინიგზის ადმინისტრაციის განცხადებით, კვლავ ძალაში რჩება COVID-19-თან დაკავშირებული რეკომენდაციები. კერძოდ, მგზავრს ეკრძალება მატარებელში პირბადის გარეშე ასვლა და მგზავრობის პროცესში მისი მოხსნა.
გარდა ამისა, მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი, მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული.
ადმინისტრაცია მგზავრებს მოუწოდებს, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად.
„საქართველოს რკინიგზამ" სამგზავრო მატარებლების მოძრაობა 27 თებერვლიდან აღადგინა, როდესაც მოიხსნა 2020 წლის ნოემბერში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო საქალაქთაშორისო სამგზავრო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები.