საქართველოდან ხურმისა და კარალიოკის ექპორტი იზრდება

© photo: Sputnik / Artur Lebedev / გადასვლა მედიაბანკშიხურმა
ხურმა - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2021
გამოწერა
ქართული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი ძირითადად სომხეთში, რუსეთსა და უკრაინაში ხდება.
თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. საქართველოდან 1 სექტემბრიდან დღემდე 12,1 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 6,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში (5.744 ტონა), რუსეთში (3.752 ტონა), უკრაინაში (2.385 ტონა) თურქეთში (108 ტონა), ყაზახეთსა (62 ტონა) და მოლდოვაში (39 ტონა).
უწყების ცნობით, 10 ტონამდე ხურმა და კარალიოკი კიდევ სხვა ქვეყნებშია გატანილი.
ყველა ახალი ამბავი
0