Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ბატონო პრეზიდენტო, ახლა შეიძლება დავიძინო?“ – სანდრა რულოვსის პირველი კომენტარი

© photo: SputnikСандра Рулофс на акции протеста у парламента Грузии
Сандра Рулофс на акции протеста у парламента Грузии - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2021
გამოწერა
საზოგადოებისთვის რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი, რომ მიხეილ სააკაშვილმა კიევში ახალი ოჯახი შექმნა.
საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა მეუღლემ სანდრა რულოვსმა პირველი კომენტარი გააკეთა ლიზა იასკოსა და სააკაშვილის ურთიერთობის შესახებ.
რულოვსი ვრცლად ამ თემაზე ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში, გადაცემა „დროებაში“ ხვალ ისაუბრებს.
„1 ოქტომბერი ნამდვილად არ დამავიწყდება. ეს იყო შოკი, სამჯერ მოვისმინე ზედიზედ, მაგრამ მაინც არ მჯეროდა... ჩემი ადგილი შეიცვალა“, – ამბობს სანდრა.
საქართველოს ექს-პრეზდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ამის შემდეგ ლიზა იასკომ „ფეისბუქის“ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა და სააკაშვილთან ერთად ხელმომწერებს მათი დაოჯახების შესახებ ამცნო. ამ ფაქტმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია საზოგადოებაში.
„მინდა ვთქვა, მე და ლიზამ გადავწყვიტეთ შევატყობინოთ ყველას, რომ ჩვენ ვართ ერთად. ჩვენ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას, ახალ ოჯახს. მოხდა ისე, რომ მე მქონდა ძალიან მაგარი ცხოვრებაც, წარსულიც, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენ შევხვდით ერთმანეთს, მიუხედავად ყველა წინა ურთიერთობისა, რომლისთვისაც მადლობელი ვარ ყველასი“, – ამბობს სააკაშვილი ჩანაწერში.
ლიზა იასკო და მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
„მიშა და სანდრა დაშორდნენ“– ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილთან სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ
ლიზა იასკო უკრაინელი პოლიტიკოსი, კულტურის საქმეთა ექსპერტი და კინოპროდიუსერია. უკრაინის რადაში დეპუტატის თანამდებობა 2019 წლის 29 აგვისტოდან უჭირავს.
როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, წყვილს შორის 23-წლიანი სხვაობაა, რასაც ლიზა თავიდან განიცდიდა, თუმცა ეს ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა. როგორც ლიზამ განაცხადა, მათ ერთმანეთი პრეზიდენტ პოროშენკოს დროს გაიცნეს, სერიოზული ურთიერთობა კი 2020 წლის აპრილიდან დაიწყო.
მიხეილ სააკაშვილს სანდრა რულოვსთან ორი ვაჟი ჰყავს. უცნობია, როდის განქორწინდა წყვილი, რადგან ამაზე განცხადება არც ერთს არ გაუკეთებია.
ყველა ახალი ამბავი
0