https://sputnik-georgia.com/20211228/saakashvili-goris-hospitalshi-rcheba-263208996.html
სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ციხეში ეტაპირება დროებით შეჩერდა
სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ციხეში ეტაპირება დროებით შეჩერდა
Sputnik საქართველო
ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის "გატაცების" მცდელობას უწყება აბსურდულს უწოდებს
2021-12-28T13:27+0400
2021-12-28T13:27+0400
2021-12-28T21:19+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/16/262280719_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_d564170568bc89c8c79544d1dd7ca8d5.jpg
თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარკვეული დროით დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა მას შემდეგ, რაც მას რუსთავის N12 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ აცნობეს. თავის მხრივ, გორის ჰოსპიტალში განვითარებულ ბოლო მოვლენებს ექს-პრეზიდენტის ერთ-ერთმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ „სააკაშვილის გატაცების მორიგი მცდელობა“ უწოდა. მისი თქმით, სამხედრო ჰოსპიტალი ახლა არაფრით განსხვავდება გლდანის ციხის საავადმყოფოსგან.ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც სააკაშვილს აცნობეს მისი გაწერის შესახებ, ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. აღელვების ნიადაგზე მას აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა, რის შედეგადაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება ექს-პრეზიდენტის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში კანონიერი გადაყვანის ღონისძიების დროებით გადავადების თაობაზე. საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის ციხეში მოათავსეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/16/262280719_144:0:1280:852_1920x0_80_0_0_738ce0b6767b5697979ceea6fd7cff4a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალი სპეციალური პენიტენციური სამსახური
მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალი სპეციალური პენიტენციური სამსახური
სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ციხეში ეტაპირება დროებით შეჩერდა
13:27 28.12.2021 (განახლებულია: 21:19 28.12.2021) მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც რუსთავის N12 დაწესებულებაში მისი გადაყვანა დააპირეს.
თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარკვეული დროით დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა მას შემდეგ, რაც მას რუსთავის N12 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ აცნობეს.
თავის მხრივ, გორის ჰოსპიტალში განვითარებულ ბოლო მოვლენებს ექს-პრეზიდენტის ერთ-ერთმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ „სააკაშვილის გატაცების მორიგი მცდელობა“ უწოდა. მისი თქმით, სამხედრო ჰოსპიტალი ახლა არაფრით განსხვავდება გლდანის ციხის საავადმყოფოსგან.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 27 დეკემბერს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის დასრულების შემდეგ, სამედიცინო პერსონალმა მიიღო გადაწყვეტილება გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის გაწერის შესახებ“, – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც სააკაშვილს აცნობეს მისი გაწერის შესახებ, ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. აღელვების ნიადაგზე მას აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა, რის შედეგადაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება ექს-პრეზიდენტის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში კანონიერი გადაყვანის ღონისძიების დროებით გადავადების თაობაზე.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის ციხეში მოათავსეს.