რომელი სერვისები იქნება ხელმისაწვდომი უქმე დღეებში – შემოსავლების სამსახურის განცხადება

© courtesy of Revenue Serviceშემოსავლების სამსახურის მიკროავტობუსი
შემოსავლების სამსახურის მიკროავტობუსი - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2021
გამოწერა
უქმე დღეებში შემოსავლების სამსახურის ზოგიერთი განყოფილება ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. უქმე დღეების მიუხედავად, 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით და 8-9 იანვარს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ზოგიერთი სერვისი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნულ დღეებში ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო-გამშვები პუნქტები, ასევე გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო.
უწყება განმარტავს, რომ სამუშაო დროს გაწეული მომსახურებისთვის საქართველოს მთავრობის N96 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები გაორმაგდება. ამასთან, 2022 წლის 1 იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით პერიოდში არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვის-ცენტრები.
2022 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით პერიოდში, ასევე 8–9 იანვარს სასურველი ინფორმაციის მისაღებად 09:00 საათიდან 18:00 საათამდე მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს ნომერზე 2 299 299, ისარგებლონ RS–ჩათის მეშვეობით ან მისწერონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@rs.ge.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით საჯარო დაწესებულებებისთვის 1-დან 10 იანვრამდე პერიოდი უქმედ გამოცხადდა. რაც შეეხება კერძო სექტორს, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება ნებაყოფლობითი იქნება.
წყარო: შემოსავლების სამსახური.
ყველა ახალი ამბავი
0