Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ვის გამო გაიქცა სუფრიდან გოგი წულაია – რამ შეაშინა პოლიტიკოსი

© Facebook / Gogi Tsulaiaგოგი წულაია
გოგი წულაია - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2021
გამოწერა
სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ ივლისის თვეში გაათავისუფლეს.
ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიაზე წერს, რომელიც ოპოზიციონერ პოლიტიკოსს „ახალი ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარეს გოგი წულაიას უკავშირდება.
„მოქმედება ხდება ქუთაისში. საზეიმო წვეულებაზე ვარ და გვერდით სუფრიდან გამორბის გოგი წულაია. სად გარბიხართ ბატონო გოგი–მეთქი, მივაძახე. ქალების სადღეგრძელოა – გადაშენდნენ აქედან. არ მინდა, ძმაო, სახლში გავრბივარო“, – წერს დათო ლიკლიკაძე.
პოლიციამ გოგი წულაია სექსუალური ძალადობის ბრალდებით, დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე მიმდინარე წლის 17 მარტს დააკავა. გამოძიების ვერსიით, წულაიამ თბილისში, დროებით საცხოვრებელ ბინაში თავის ნაცნობ 42 წლის ქალზე იძალადა.
თავად წულაია, რომელიც ქუთაისში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ხმაურიანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, ძალადობის ფაქტს უარყოფს და მიიჩნევს, რომ პროვოკაცია მოუწყვეს, რაც მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდება.
თავდაპირველად გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს. თუმცა მოგვიანებით წულაიას ბრალი დაუმძიმდა და მას ბრალდება სსკ-ის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც „ძალადობით ჩადენილ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას" გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0