„არხიდან კი არა, ამ ქვეყნიდან გავისტუმრებ“: გვარამია გაბუნიას გადაცემიდან წასვლის შესახებ

© courtesy of Giorgi GabuniaГеоргий Габуния
Георгий Габуния - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2021
გამოწერა
გიორგი გაბუნიამ გადაცემა Post Factum-ის დასასრულს განაცხადა, რომ ეს მისი ბოლო გადაცემა იყო.
„გემშვიდობებით, ჩვენ ერთმანეთს აღარ შევხვდებით“ – ასე მიმართა ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ მაყურებელს გადაცემა Post Factum-ის დასრულების შემდეგ.
ამ განცხადებამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია მაყურებლებში. ბევრს აინტერესებს, რა მიზეზით დატოვა გადაცემა ცნობილმა ტელეწამყვანმა.

„ეს იყო ამ წლის ბოლო Post Factum და ბოლო სიუჟეტი, თუმცა გადაცემა ჯერ მაინც არ დასრულებულა, რამდენიმე წუთში, რეკლამის შემდეგ თქვენ ნახავთ წლის საუკეთესო სიუჟეტებს იმ ადამიანების შესახებ, ვინც გვასახელა 2021-ში, შემდეგ იმ დიდ ადამიანებზე, რომლებიც დავკარგეთ 2021 წელს. ამ სიუჟეტებს თქვენ უკვე ჩემ გარეშე ნახავთ. მე, შესაბამისად, აქვე გისურვებთ ბედნიერ დღესასწაულებს და გემშვიდობებით, ჩვენ ერთმანეთს აღარ შევხვდებით. კარგად იყავით“, – ასე დაემშვიდობა გაბუნია მაყურებლს.

ამ ფაქტთან დაკავშირებთ სულ მალე სოციალურ ქსელში „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პოსტი გამოაქვეყნა.
„შევღონდი პირად მესიჯებზე პასუხის გაცემით. მეტი აღარ მკითხოთ არაფერი, თორემ „მთავარი არხიდან“ კი არა, ამ ქვეყნიდან გავისტუმრებ იმ ქვეყანას", – დაწერა ნიკა გვარამიამ.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, გიორგი გაბუნიას გადაცემიდან წასვლის მიზეზი თანამდებობრივად მისი დაწინაურება გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0