https://sputnik-georgia.com/20211228/baidenma-tavdacvis-biujeti-daamtkica-263202091.html
კოლოსალური თანხა: ბაიდენმა თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა
კოლოსალური თანხა: ბაიდენმა თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა
Sputnik საქართველო
ხანგრძლივი დავებისა და პროექტის ორჯერ დაბლოკვის შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის 2022 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
2021-12-28T09:50+0400
2021-12-28T09:50+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
ეკონომიკა
აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/12/251204047_0:0:1601:901_1920x0_80_0_0_377228b39ab97c53f7ab000de1a4a1f0.jpg
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყნის თავდაცვის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომლის მოცულობაც 768,2 მლრდ დოლარია, იუწყება The Hill.დოკუმენტში გათვალისწინებულია სახსრები რუსეთის შესაკავებლად, თუმცა არ არის მოხსენიებული სანქციები გაზსადენ „ჩრდლოეთის ნაკადი-2“-ის მიმართ და ასევე შეზღუდვები 35 რუსი ჩინოვნიკისა და ბიზნესმენის, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინის მიმართ.შესაბამისი შესწორებები სექტემბერში დაამტკიცა წარმომადგენელთა პალატამ, რის შემდეგაც დოკუმენტი სენატს გადაეცა განსახილველად, თუმცა ის რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის უთანხმოების გამო არ დამტკიცდა.ბიუჯეტის პროექტი ორჯერ დაიბლოკა იმის გამო, რომ მხარეებს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-თან და ჩინეთთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ.ოქტომბრის ბოლოს The Hill წერდა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსული გაზსადენის მიმართ ხისტი სანქციების დაწესების წინააღმდეგია, ვინაიდან „გერმანიის მხრიდან უკმაყოფილებას უფრთხის“. გამოცემის მონაცემებით, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დემოკრატ სენატორებს მოუწოდა, დაებლოკათ თავდაცვის ბიუჯეტში შესატანი შესაბამისი ცვლილებები.საბოლოო დოკუმენტი ითვალისწინებს 300 მლნ დოლარის გამოყოფას უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე, 150 მლნ ბალტიისპირეთის ქვეყნებთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას მოხმარდება, 4 მლრდ დოლარი კი ევროპული თავდაცვითი ინიციატივისთვისაა გათვალისწინებული. რაც შეეხება ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების რეგიონების პროგრამებს, ამისთვის 7,1 მლრდ დოლარი გამოიყოფა.წყარო: The Hill.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/12/251204047_86:0:1509:1067_1920x0_80_0_0_aa68dd85dad8a007e39e8739a6b2385a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ ბაიდენი ბიუჯეტი თავდაცვა
აშშ ბაიდენი ბიუჯეტი თავდაცვა
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყნის თავდაცვის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომლის მოცულობაც 768,2 მლრდ დოლარია, იუწყება The Hill.
დოკუმენტში გათვალისწინებულია სახსრები რუსეთის შესაკავებლად, თუმცა არ არის მოხსენიებული სანქციები გაზსადენ „ჩრდლოეთის ნაკადი-2“-ის მიმართ და ასევე შეზღუდვები 35 რუსი ჩინოვნიკისა და ბიზნესმენის, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინის მიმართ.
შესაბამისი შესწორებები სექტემბერში დაამტკიცა წარმომადგენელთა პალატამ, რის შემდეგაც დოკუმენტი სენატს გადაეცა განსახილველად, თუმცა ის რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის უთანხმოების გამო არ დამტკიცდა.
ბიუჯეტის პროექტი ორჯერ დაიბლოკა იმის გამო, რომ მხარეებს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-თან და ჩინეთთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ.
ოქტომბრის ბოლოს The Hill წერდა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსული გაზსადენის მიმართ ხისტი სანქციების დაწესების წინააღმდეგია, ვინაიდან „გერმანიის მხრიდან უკმაყოფილებას უფრთხის“. გამოცემის მონაცემებით, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დემოკრატ სენატორებს მოუწოდა, დაებლოკათ თავდაცვის ბიუჯეტში შესატანი შესაბამისი ცვლილებები.
საბოლოო დოკუმენტი ითვალისწინებს 300 მლნ დოლარის გამოყოფას უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე, 150 მლნ ბალტიისპირეთის ქვეყნებთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას მოხმარდება, 4 მლრდ დოლარი კი ევროპული თავდაცვითი ინიციატივისთვისაა გათვალისწინებული. რაც შეეხება ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების რეგიონების პროგრამებს, ამისთვის 7,1 მლრდ დოლარი გამოიყოფა.