მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კაცების გარეშე არ შეიძლება: თალიბებმა ქალებისთვის კიდევ ერთი აკრძალვა დააწესეს

© REUTERS / STRINGER„თალიბანი“
„თალიბანი“ - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2021
გამოწერა
თბილისი, 27 დეკემბერი − Sputnik. ავღანეთის სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერებათა აღკვეთის სამინისტრომ გამოსცა დირექტივა იმის შესახებ, რომ სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს ეკრძალებათ ქალების მომსახურება, თუ მათ თან მამაკაცი არ ახლავთ, იუწყება Al Jazeera.
ამასთან დაკონკრეტებულია, რომ ქალებს ახლო ნათესავი მამაკაცის გარეშე ტრანსპორტით სარგებლობა ეზღუდებათ იმ შემთხვევაში, თუ შორ მანძილზე აპირებენ მგზავრობას.

„მძღოლებს ეკრძალებათ იმ ქალების მომსახურება, რომლებიც 72 კმ-ზე მეტ მანძილზე აპირებენ მგზავრობას ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი მამაკაცის თანხლების გარეშე“, − განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა სადეკ აკიფ მუჰაჯირმა.

გარდა ამისა, თალიბებმა მოუწოდეს ავტომფლობელებს, მხოლოდ იმ ქალებს მოემსახურონ, რომლებიც ისლამურ ჰიჯაბს ატარებენ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თალიბებმა ქალებს ასევე აუკრძალეს მამაკაცების თანხლების გარეშე სამკურნალო დაწესებულებებში ვიზიტი. მათი თქმით, მამაკაცის გარეშე სამკურნალოდ მისვლა „ამორალურია“.
წყარო: Al Jazeera
ყველა ახალი ამბავი
0