https://sputnik-georgia.com/20211227/sabajo-gamsvebi-punqtebi-sagangebo-rejimsi-musaoben-263193699.html
საბაჟო-გამშვები პუნქტები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ
საბაჟო-გამშვები პუნქტები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ
Sputnik საქართველო
ავტომობილების მძღოლებს არახელსაყრელი მეტეოპირობების ასარიდებლად „სარფის“ საბაჟოთი შემოსვლა ურჩევნიათ
2021-12-27T20:47+0400
2021-12-27T20:47+0400
2021-12-27T22:48+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24843/55/248435527_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_266237d2b296b34250108728c40e07a8.jpg
თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში საბაჟო-გამშვები პუნქტები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობს საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“.საგანგებო რეჟიმში, მაგრამ სრული დატვირთვით მუშაობს „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტიც, რადგან საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი კომპანიების ავტომობილების მძღოლები რთული მეტეოროლოგიური ვითარების თავიდან ასაცილებლად საზღვრის კვეთის პროცედურების განხორციელებისთვის სწორედ „სარფის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტს ირჩევენ, აღნიშნავენ უწყებაში.აღნიშნული პუნქტის გავლით ყოველდღიურ რეჟიმში დაახლოებით 600-მდე სატვირთო ავტომობილის გატარება ხდება. 26 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა გაატარეს თურქეთიდან მომავალი 750-ზე მეტი სატვირთო ავტომობილი, რაც რეკორდული მაჩვენებელია. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საგრძნობლად გაზრდილია საერთაშორისო ტვირთბრუნვის წლიური მაჩვენებელი, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა საბაჟო-გამშვები პუნქტი მუშაობს სრული დატვირთვით. საერთაშორისო ტვირთების გადამზიდავი ავტომობილების უსაფრთხო გატარების პროცესის მონიტორინგი საპატრულო პოლიციასთან კოორდინაციით მიმდინარეობს.წყარო - შემოსავლების სამსახური.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24843/55/248435527_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_29db16d7ec0ebb8a1fce07c3826a91ba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სარფი ყაზბეგი საბაჟო შემოსავლების სამსახური
სარფი ყაზბეგი საბაჟო შემოსავლების სამსახური
საბაჟო-გამშვები პუნქტები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ
20:47 27.12.2021 (განახლებულია: 22:48 27.12.2021) „სარფის“ საბაჟოზე სატვირთო ავტომობილების რეკორდული რაოდენობა გაატარეს.
თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში საბაჟო-გამშვები პუნქტები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობს საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“.
საგანგებო რეჟიმში, მაგრამ სრული დატვირთვით მუშაობს „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტიც, რადგან საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი კომპანიების ავტომობილების მძღოლები რთული მეტეოროლოგიური ვითარების თავიდან ასაცილებლად საზღვრის კვეთის პროცედურების განხორციელებისთვის სწორედ „სარფის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტს ირჩევენ, აღნიშნავენ უწყებაში.
აღნიშნული პუნქტის გავლით ყოველდღიურ რეჟიმში დაახლოებით 600-მდე სატვირთო ავტომობილის გატარება ხდება. 26 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა გაატარეს თურქეთიდან მომავალი 750-ზე მეტი სატვირთო ავტომობილი, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საგრძნობლად გაზრდილია საერთაშორისო ტვირთბრუნვის წლიური მაჩვენებელი, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა საბაჟო-გამშვები პუნქტი მუშაობს სრული დატვირთვით. საერთაშორისო ტვირთების გადამზიდავი ავტომობილების უსაფრთხო გატარების პროცესის მონიტორინგი საპატრულო პოლიციასთან კოორდინაციით მიმდინარეობს.