რუსმა, ამერიკელმა და იემენელმა სამხედრო კორესპონდენტებმა RT-ს საერთაშორისო პრემია მიიღეს

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2021
გამოწერა
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ხალედ ალ-ხათების საერთაშორისო პრემია 2021-ის ჟიურიმ, რომელიც ჟურნალისტებს კონფლიქტის ზონიდანსაუკეთესო ნამუშევრებისთვის გადაეცემა, გამარჯვებულები გამოავლინა. ესენი არიან სამხედრო კორესპონდენტები რუსეთიდან, შეერთებული შტატებიდან და იემენიდან.
ტელეკომპანია RT-მ ჯილდო 2017 წელს სირიაში მოკლული ჟურნალისტის, ხალედ ალ-ხათების ხსოვნის საპატივცემულოდ დააარსა, რომელიც RT Arabic-თან თანამშრომლობდა.
ხალედ ალ-ხათების საერთაშორისო ჯილდო სამ კატეგორიაში გაიცემა:
„საუკეთესო ნამუშევარი კონფლიქტის ზონიდან: ვიდეო“,
„საუკეთესო ნამუშევარი კონფლიქტის ზონიდან: ტექსტი“,
„ომის შემდეგ: საუკეთესო რეპორტაჟი ან დოკუმენტური ფილმი“ — ომგამოვლილი ადამიანებისა და მთელი ერების ბედის შესახებ, რომლებიც მშვიდობიან ცხოვრებას უბრუნდებიან.
ეს ნომინაცია პირველად 2021 წელს იყო წარმოდგენილი.
Russia Today - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2021
ტელეარხი RT საერთაშორისო პრემიაზე ჟურნალისტების განაცხადების მიღებას იწყებს
2021 წლის კონკურსის გამარჯვებულები გახსნენ:
„საუკეთესო ნამუშევარი კონფლიქტის ზონიდან: ვიდეო“ — ალექსანდრ ლუკიანოვი (რუსეთი), „მყვირალი სიჩუმე“, ტელეარხი Россия 24. სპეციალური რეპორტაჟი დონბასიდან. ავტორი ადგილობრივ მოსახლეობასაც ესაუბრა, რომლებიც დაბომბვის შედეგად დანგრეულ სახლებს აღადგენენ.
„საუკეთესო ნამუშევარი კონფლიქტის ზონიდან: ტექსტი“ — ანუჟ ჩოპრა (აშშ), „ბრძოლები და სისხლიანი შეტაკებები მარიბში (იემენი)“, სააგენტო AFP. რეპორტაჟში ყურადღება გამახვილებულია მარიბში, იემენის რესურსებით მდიდარ რეგიონში არსებულ ვითარებაზე, რომლის წინააღმდეგაც მეამბოხე ჰუსიტები და საუდის არაბეთის მხარდაჭერილი შეიარაღებული ძალები იბრძვიან. რეგიონში რამდენიმეთვიანი მწვავე დაპირისპირების შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა. იემენის სამოქალაქო ომი 2014 წლიდან გრძელდება.
„ომის შემდეგ: საუკეთესო რეპორტაჟი ან დოკუმენტური ფილმი“ — რანია აბდულა (იემენი), „შეწყვეტილი სიცოცხლე“, ტელეარხი YEMEN-TV. მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს 38 იემენური ოჯახის ცხოვრებას, რომლებიც ომის გამო იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლები. სამედიცინო დახმარებისა და მედიკამენტების ნაკლებობის გამო, პირველ რიგში, ქალები ზარალდებიან. ჟურნალისტებმა ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს, რომლებიც ფილმის გმირებს დახმარება დაჰპირდნენ.
— ნეჰა ვადეკარი (აშშ), „კაბო დელგადოს ბრძოლა: ფარული ომი მოზამბიკის ბუნებრივი რესურსებისთვის“, გაზეთი The Telegraph. საგამოძიებო სტატია ეძღვნება ახალგაზრდების რადიკალიზაციის პრობლემას ჩრდილო-აღმოსავლეთ მოზამბიკის პროვინცია კაბო დელგადოში. ახალგაზრდები, რომლებიც თვლიან, რომ ქვეყნის ხელისუფლება ზღუდავს მოსახლეობის ხელმისაწვდომობას ბუნებრივ რესურსებზე, გაერთიანებულია ტერორისტულ ჯგუფებში. ქალაქებსა და სოფლებზე ბოევიკების თავდასხმების მსხვერპლი ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობაა.
ხალედ ალ-ხათების საერთაშორისო პრემია - 2021-ის თითოეული გამარჯვებული მიიღებს ფულად პრიზს დაახლოებით 200 ათასი რუბლის ოდენობით.
ჟიურიში წელს შედიოდნენ: სამხედრო კორესპონდენტი ევგენი პოდდუბნი, რომელსაც TEFI-ს სამი სატელევიზიო ჯილდო აქვს მიღებული სირიაში და უკრაინაში მუშაობისთვის, „კომსომოლსკაია პრავდას“ ჟურნალისტი და სამხედრო კორესპონდენტი ალექსანდრ კოცი — მრავალი პრემიისა და სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი სამხედრო რეპორტაჟებისთვის, და RT-ს სამხედრო კორესპონდენტი მარია ფინოშინა, რომელიც ბოლო წლების მთავარ შეიარაღებულ კონფლიქტებსა და მასობრივ საპროტესტო აქციებს აშუქებდა მთელ მსოფლიოში.
მონაწილეთა ნამუშევრებს ასევე აფასებდნენ: ჟურნალისტი, მწერალი, აშშ-ისა და ლათინური ამერიკის საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა ევა გოლინგერი, არაბული ქვეყნების ექსპერტი, ეგვიპტური Youm7-ის კორესპონდენტი აჰმედ გომაა და ბერძენი ჟურნალისტი, საერთაშორისო ჯილდოების ლაურეატი კონსტანტინოს ანტონოპულოსი.
პირველ წელს ხალედ ალ-ხათების პრემია გადაეცათ ერაყელ, ირლანდიელ და სინგაპურელ კონკურსანტებს. 2019 წელს ლაურეატები იყვნენ რუსეთის, აშშ-ის, იტალიისა და ინდოეთის წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს სირიის, ერაყისა და ლიბიის კონფლიქტებზე. 2020 წელს RT-ს ჯილდო მიიღეს სამხედრო კორესპონდენტებმა რუსეთიდან, სირიიდან და ინდოეთიდან.
ყველა ახალი ამბავი
0