ქართველმა მოჭადრაკემ მსოფლიო ჩემპიონატზე რაპიდში წარმატებული სტარტი აიღო

© Facebook / World Chess Federationნანა ძაგნიძე
ნანა ძაგნიძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2021
გამოწერა
რაპიდში მსოფლიო ჩემპიონატში ძაგნიძის გარდა კიდევ ორი ​​ქართველი მოჭადრაკე მონაწილეობს - ნინო ბაციაშვილი და ლელა ჯავახიშვილი.
თბილისი, 27 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ (FIDE-ს რეიტინგში მე-8 ნომერი) ვარშავაში დაწყებული სწრაფ ჭადრაკში (რაპიდი) მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს 3,5 ქულა დააგროვა.
პირველ ოთხ ტურში ძაგნიძემ სამი გამარჯვება მოიპოვა და ერთი თამაში ყაიმით დაასრულა. ქართველი სპორტსმენი 3,5 ქულით შუალედურ მესამე ადგილს იკავებს, მის წინ არიან რუსეთის წარმომადგენლები ვალენტინა გუნინა და ალექსანდრა კოსტენიუკი, რომლებმაც ოთხ-ოთხი ქულა დააგროვეს.
© courtesy of Chess.com / John Saundersნინო ბაციაშვილი
Грузинская шахматистка Нино Бациашвили и Хоу Ифань из Китая - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2021
ნინო ბაციაშვილი
რაპიდში მსოფლიო ჩემპიონატში ძაგნიძის გარდა კიდევ ორი ქართველი მოჭადრაკე მონაწილეობს - ნინო ბაციაშვილი და ლელა ჯავახიშვილი. ბაციაშვილმა პირველ დღეს დააგროვა 1,5 ქულა და 69-ე პოზიცია დაიკავა, ხოლო ჯავახიშვილი ერთი ქულით 93-ე ადგილზეა.
© FIDE Women's Grand Prixლელა ჯავახიშვილი (მარცხნივ)
Шахматы. Лела Джавахишвили (слева) - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2021
ლელა ჯავახიშვილი (მარცხნივ)
საერთო ჯამში, მსოფლიო ჩემპიონატში სწრაფ ჭადრაკში, რომელიც 30 დეკემბრამდე გასტანს, მონაწილეობას 103 ქალი მოჭადრაკე იღებს.
ყველა ახალი ამბავი
0