პენიტენციური სამსახური იანვარში გამოცხადებულ უქმე დღეებში მუშაობას არ შეწყვეტს

© press-service of the Ombudsmanგლდანის ციხე
გლდანის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2021
გამოწერა
სადღესასწაულო პერიოდში პენიტენციური დაწესებულებები მხოლოდ სამი დღე არ იმუშავებენ.
თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. სპეციალური პენიტენციური სამსახური საახალწლო დღესასწაულებზე, გარდა 1, 2 და 7 იანვრისა, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.
საქართველოს მასშტაბით საჯარო დაწესებულებებისთვის 1–10 იანვარი უქმედ არის გამოცხადებული.
აღნიშნულ პერიოდში შეუფერხებლად იმუშავებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყველა საზოგადოებრივი მისაღები, რომლებიც უზრუნველყოფენ ყველა საჭირო სერვისის გაცემას.
უწყების ინფორმაციით, უქმე დღეებში პენიტენციურ დაწესებულებებში შეუფერხებლად განხორციელდება ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან ვიზიტორების მიღება, პენიტენციურ დაწესებულებებში დაგეგმილი ყველა პაემანი, ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის ამანათების მიღება.
ყველა ახალი ამბავი
0