მეტის ჭამა საშიშია: ექიმი მანდარინის დღიურ ნორმას ასახელებს

© photo: Sputnik / Stringerმანდარინი
მანდარინი - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2021
გამოწერა
თბილისი, 27 დეკემბერი − Sputnik. ახლა მანდარინის სეზონია და, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ხილი ბევრ ჩვენგანს უყვარს, გთავაზობთ გასტროენტეროლოგის რჩევებსა და რეკომენდაციებს, რომელთა გათვალისწინება სასურველიცაა და მიზანშეწონილიც.
ეს რეკომენდაციები უბრალოდ საინტერესო კი არ არის, არამედ აუცილებლად გასათვალისწინებელიც.
უკრაინელი ექიმის ნატალია გორდიენკოს თქმით, მანდარინი განსაკუთრებით სასარგებლო ხილია იმ შემთხვევაში, თუ მას ზომიერად მივირთმევთ. ჭარბი რაოდენობით მიღება კი შეიძლება არაერთი უსიამოვნებით შემოგვიტრიალდეს.
გასტროენტეროლოგი რამდენიმე უმთავრეს ფაქტს გაგაცნობთ მანდარინის შესახებ:
ბევრმა მანდარინმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის პრობლემები, ვინაიდან ფრუქტოზის სადღეღამისო ნორმა მხოლოდ 40 გრამია. შესაბამისად, მოზრდილებისთვის რეკომენდებულია დღეში 4-6 ცალი მანდარინის მიღება, ბავშვებისთვის კი – დღეში 2 ცალი;
მანადარინი C ვიტამინის წყაროა და მისმა მაღალმა კონცენტრაციამ ორგანიზმში შესაძლოა ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს;
ხილის შემადგენლობაში შემავალი მჟავების გამო მანდარინის უზმოზე მიღება არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანის გაღიზიანება, რასაც მოჰყვება დისკომფორტი მუცელში, გულძმარვა;
ამავე მიზეზით არ არის სასურველი მანდარინის მიღება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული პათოლოგიების (გასტრიტი, წყლულოვანი დაავადება) დროს, რათა არ მოხდეს დაავადების გამწვავების პროვოცირება;
სასურველი არ არის ციტრუსების, კერძოდ, მანდარინის ტკბილეულთან შერევა, განსაკუთრებით, შოკოლადთან. ასეთი ,,კოქტეილი“ ზედმეტად ტვირთავს პანკრეასს და შესაძლოა ამას გულისრევა, ღებინება, ცხელება მოჰყვეს. ამიტომ ამ ორი გემრიელი პროდუქტის მიღებას შორის მინიმუმ ერთსაათიანი შუალედი უნდა დავიცვათ.
ყველა ახალი ამბავი
0