იუსტიციის სახლი მოქალაქეებს სერვისებს უქმეებზეც მიაწვდის

© photo: Sputnikთბილისის იუსტიციის სახლი
თბილისის იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2021
გამოწერა
სადღესასწაულო პერიოდში იუსტიციის სახლი მხოლოდ სამი დღე არ იმუშავებს.
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. თბილისის იუსტიციის სახლი საახალწლო დღესასწაულებზე, გარდა 1, 2 და 7 იანვრისა, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.
საქართველოს მასშტაბით საჯარო დაწესებულებებისთვის 1-დან 10 იანვრამდე პერიოდი უქმედ არის გამოცხადებული.
ამ პერიოდში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება იუსტიციის სახლის უკლებლივ ყველა სერვისი. 8-9 იანვარს (შაბათ-კვირას) კი იუსტიციის სახლში მხოლოდ დაჩქარებული სერვისები იქნება ხელმისაწვდომი.
იუსტიციის სახლი მოქალაქეებს 450-მდე სერვისს სთავაზობს, მათ შორისაა საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის, პირადობის და მუდმივი ბინადრობის მოწმობის, მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის (ქორწინება, დაბადება და ა.შ.) მოწმობის, ნასამართლეობის შესახებ ცნობის მიღება და ა.შ.
ყველა ახალი ამბავი
0