Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ამიტომ დავტოვე სამშობლო“ – დემნა გვასალია სექსუალურ ორიენტაციაზე საუბრობს

© Facebook / Demna Gvasalia Dailyდემნა გვასალია
დემნა გვასალია - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2021
გამოწერა
დიზაინერი და ცნობილი მუსიკოსი 2017 წელს დაქორწინდნენ და ამჟამად შვეიცარიაში, ტყესთან ახლოს მდებარე სახლში ცხოვრობენ. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 12 წელია.
ცნობილი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია მეუღლესთან ერთად შვეიცარიაში ცხოვრობს. საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ დემნამ ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, როდის აღმოაჩინა ეს და რა გავლენა იქონია ამან მის ცხოვრებაზე, დიზაინერი ამბობს, რომ დიდი ხანი დასჭირდა ამ ყველაფრის გასააზრებლად, თუმცა საკუთარი ორიენტაციის შესახებ გულის სიღრმეში ყოველთვის იცოდა.

„ბუნებრივიცაა, მე ხომ ვიზრდებოდი ქვეყანაში, სადაც მენტალიტეტი ჰომოფობიური იყო, რაც, სამწუხაროდ, დღემდე ასეა. თავიდან ჩემი ოჯახისაც კი მეშინოდა, საკუთარ თავს 20 წლამდე ვატყუებდი. ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი სამშობლოს დატოვებისა, ვიცოდი, რომ იქ თავისუფალი ვერ ვიქნებოდი. მიხარია, რომ დღეს ვმუშაობ ინდუსტრიაში, სადაც ჰომოსექსუალობა მიღებულია. მიუხედავად დიდი ცვლილებებისა, სამყარო უმცირესობების მიმართ მაინც აგრესიულია, ამიტომ ვცდილობ ჩემი საქმიანობა საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად გამოვიყენო“, – ამბობს დემნა.

წარმატებული ქართველი დიზაინერი და Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია მოდელ და მუსიკოს ლოიკ გომესზე 2016 წელს დაინიშნა. ინფორმაცია გომესის „ინსტაგრამიდან“ გავრცელდა. მოდელმა სოციალურ ქსელში მისი და დემნას ნიშნობის ბეჭდების ფოტო ატვირთა წარწერით I SAID YES („მე ვთქვი კი“). ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
წყვილი 2017 წელს დაქორწინდა. ამჟამად შვეიცარიაში, ციურიხში, ტყესთან ახლოს მდებარე სახლში ცხოვრობს. ლოიკი ბოლო პერიოდში ელექტრონული მუსიკის წერითაცაა დაკავებული. სწორედ მას ეკუთვნის „ქავერი“ „ბალენსიაგას“ ახალი კოლექციის ვიდეოსთვის, რომელიც რამდენიმე თვის წინ იხილა საზოგადოებამ და ძალიან პოპულარულია.
27 წლის მუსიკოსი უკვე ხუთი წელია მუშაობს დემნა გვასალიასთან, მათი თანამშრომლობა დაიწყო Vetements-ის შოუს საუნდტრეკის ჩაწერით 2016 წელს. მას შემდეგ ის ქმნის მუსიკას ყველა დიზაინერული შოუსთვის და ფლეილისტებს Balenciaga-ს მაღაზიებისთვის.
დემნა გვასალია დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დიზაინერია, Balenciaga-სთვის თავისი კოლექცია მან პირველად 2016 წლის მარტში წარადგინა. დიზაინერი მანამდე რვა წლის განმავლობაში „მარჯიელაში“ მუშაობდა და მას მარჯიელას „სულიერ შვილად“ მოიხსენიებდნენ. რაღაც პერიოდი კი დემნამ ლუი ვიტონთანაც იმუშავა.
ყველა ახალი ამბავი
0