დასავლეთ საქართველოში ხეტყის უკანონო ჭრის შვიდი ფაქტი დაფიქსირდა

© Pixabay / radex118ხის ჭრა
ხის ჭრა - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2021
გამოწერა
საქართველოში „ტყის კოდექსი" მოქმედებს და დაშვებულია მხოლოდ რეინჯერების მიერ სპეციალურად მონიშნული ხეების მოჭრა.
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა წყალტუბოს, ჭიათურის, საჩხერისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში ხეტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების შვიდი ფაქტი გამოავლინეს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს ჯამში 21 ერთეული თელის, წაბლის, მურყანისა (თხმელა) და წიფლის სახეობის ხე-მცენარეები და მათგან მიღებული საშეშე მერქნისა და მრგვალი ხეტყის (მორი) უკანონო ტრანსპორტირება განახორციელეს.
ამ დროისათვის სამართალდამრღვევთა სატრანსპორტო საშუალებები დალუქულია, მათ მიმართ კი შესაბამისი დოკუმენტაცია შედგა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა „საქართველოს ტყის კოდექსი", რომელიც ტყეების აღრიცხვას და დანიშნულების მიხედვით მათ განსაზღვრას ითვალისწინებს.
კანონის მიხედვით, დაშვებულია მხოლოდ რეინჯერების მიერ სპეციალურად მონიშნული ხეების მოჭრა, ხოლო ტრანსპორტირებისას მძღოლმა უნდა იქონიოს თანდართული დოკუმენტები, სადაც მითითებული იქნება ხის მოჭრის ადგილმდებარეობა, სახეობა და დანიშნულების ადგილი.
ყველა ახალი ამბავი
0