ბრიფინგი: „პანდემია, ვაქცინაცია, „ომიკრონი“ – როგორ ცვლის კორონავირუსი ქვეყნის ცხოვრებას“

© AP Photo / Koji Sasaharaეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2021
გამოწერა
ბრიფინგი თემაზე „პანდემია, ვაქცინაცია, „ომიკრონი“ - როგორ ცვლის კორონავირუსი ქვეყნის ცხოვრებას“ „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში სამშაბათს 28 დეკემბერს, 18:00 საათზე გაიმართება.
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ისაუბრებს ვირუსის სწრაფი გავრცელების მიზეზებზე, ახალი შტამების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის გზებზე და „ომიკრონის“ შემთხვევების გამოვლენის გამო ქვეყანაში კორონავირუსის მეექვსე ტალღის მოლოდინზე.
რასთან არის დაკავშირებული კორონავირუსით ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა; განსაკუთრებით ვისთვის არის მნიშვნელოვანი რევაქცინაცია; საჭიროა თუ არა ბავშვებისთვის ტესტირების ჩატარება; როგორია კორონავირუსთან ბრძოლის შედეგები და რა ელოდება საქართველოს 2022 წელს; როდის დასრულდება პანდემია? – ჟურნალისტების ამ და სხვა კითხვებზე უპასუხებს ივანე ჩხაიძე.
ბრიფინგი „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #61, მე-5 სართული, ბლოკი С. ტელ: 555 90 89 77.
აკრედიტაცია:
- E-mail: media@sputnik-georgia.com;
- ტელ: +995555908977.
-„Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com
ყველა ახალი ამბავი
0