„წლის საუკეთესო“: ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

© photo: Sputnik / Stringerკულტურის სამინისტრო
კულტურის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 26.12.2021
გამოწერა
თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა შეადგენს 6.378 ლარს
თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს კულტურის სამინისტრომ ლიტერატურული კონკურსის - „წლის საუკეთესო“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.
კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მცირე დარბაზში დღეს გაიმართა.
გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში:
წლის საუკეთესო რომანი;
წლის საუკეთესო პოეტური კრებული;
წლის საუკეთესო პროზაული კრებული;
წლის საუკეთესო პიესა.
თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა შეადგენს 6.378 ლარს (კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით).
კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია 27 დეკემბერს გაიმართება.
ლიტერატურული პრემია „წლის საუკეთესო“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ქეთევან დუმბაძის ინიციატივით წელს დაფუძნდა. კონკურის მიზანია ქართული ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა, ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა, ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის წახალისება, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების გამოვლენა.
კონკურსის ფარგლებში განიხილება კონკურსის ჩატარების წელს წიგნად გამოცემული, ან ამავე წელს შექმნილი და ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი, ცოცხალი ავტორების ქართულენოვანი ლიტერატურული ნაწარმოებები (რომანი, მოთხრობა, ნოველა, ლექსი, პიესა), ხოლო ნომინაციაში „წლის საუკეთესო პიესა“ განიხილება როგორც წიგნად გამოცემული და გამოუქვეყნებელი, ასევე ის ნაწარმოებები, რომლებიც ჯერ თეატრალურ სცენაზე არ დადგმულა.
ყველა ახალი ამბავი
0