თელავში მთავარ ნაძვის ხეს ცეცხლი გაუჩნდა

© Sputnik / Natia Kvartskhavaნაძვის ხეების გაყიდვა
ნაძვის ხეების გაყიდვა - Sputnik საქართველო, 1920, 26.12.2021
გამოწერა
წინასწარი ვერსიით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა ფოიერვერკი იყო
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. თელავის მთავარ მოედანზე დადგმული ნაძვის ხის ნაწილი დაიწვა.
თელავის საკრებულოს თავჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი ამბობს, რომ ხანძარი, სავარაუდოდ, ფოიერვერკის სროლის შედეგად გაჩნდა.
„ქალაქის მთავარი ნაძვის ხის წვეროს გაუჩნდა ცეცხლი. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა ფოიერვერკის სროლის შედეგად მოხდა. გამომწვევ მიზეზებს დავადგენთ“, - განაცხადა მთვარელიშვილმა ტელეარხ „ფორმულას“ ეთერში.
მისი თქმით, ცეცხლმა ასევე საახალწლო განათების მცირე ნაწილი დააზიანა.
თელავის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ 24 დეკემბერს აინთო.
ყველა ახალი ამბავი
0