თბილისის ბოტანიკურ ბაღში ჩანჩქერი გაიყინა - ფოტო

© Sputnik / Alexander Imedashviliჩანჩქერი თბილისის ბოტანიკურ ბაღში
ჩანჩქერი თბილისის ბოტანიკურ ბაღში - Sputnik საქართველო, 1920, 26.12.2021
გამოწერა
თბილისში ბოლო დღეებში დღის განმავლობაში საკმაოდ თბილი და მზიანი ამინდია, თუმცა მზის ჩასვლისთანავე ტემპერატურა მკვეთრად იკლებს, ღამით კი ყინვებია
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. თბილისის ბოტანიკურ ბაღში 26-მეტრიანი ჩანჩქერი გაიყინა. ბუნებრივი მოვლენის ამსახველი ფოტოები საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის Facebook-გვერდზეა წარმოდგენილი.
„ჩანჩქერის თავზე 1898 წელს ხის ხიდი აშენდა, იგი ერთმანეთს ისტორიულ არბორეტუმსა და ხმელთაშუაზღვეთის მცენარეთა საკოლექციო ნაკვეთს აკავშირებს. ხის ხიდი მრავალთაღოვანი, დეკორატიული რკინის ხიდით 1914 წელს შეიცვალა და თავისი შთამბეჭდავი, მსუბუქი კონსტრუქციისა და ირგვლივ მდებარე ულამაზესი ლანდშაფტის გამო, ჩანჩქერთან ერთად ბაღის სავიზიტო ბარათად იქცა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
თბილისის ბოტანიკურ ბაღში წარმოდგენილია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების ფლორის მდიდარი კოლექციები. ბაღის ფარგლებში წავკისისწყალზე რამდენიმე ხიდია გადებული. მათ შორის გამოირჩევა 1914 წელს აშენებული თაღოვანი ხიდი ჩანჩქერის თავზე. ასევე ინახება საქართველოსა და კავკასიაში უნიკალურ მცენარეთა ნაკვეთები, ტროპიკული ორანჟერეა და წითელ წიგნში შეტანილი მცენარეები.
დღეისთვის, ბოტანიკური ბაღი 97 ჰა ფართობს მოიცავს, რომლის შემადგენელი ნაწილი წავკისისწყლის ხეობაა. იგი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში შედის.
ყველა ახალი ამბავი
0