Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოში „ომიკრონი“ ოფიციალურად 51 ადამიანს დაუდასტურდა

© photo: Sputnik / Evgeniy Odinokov / გადასვლა მედიაბანკშიტესტირება
ტესტირება - Sputnik საქართველო, 1920, 26.12.2021
გამოწერა
„ომიკრონით“ ინფიცირებული პირებიდან ერთ-ერთი სამი წლის ბავშვია, რომლის შემთხვევაში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს
თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამის 51 შემთხვევა არის გამოვლენილი, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „პირველი არხის“ ეთერში.
საქართველოში „ომიკრონ" შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა 20 დეკემბერს გამოვლინდა. ინფიცირებულებიდან ერთს აშშ-ში, მეორეს კი დუბაიში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. 23 დეკემბერს ქვეყანაში „ომიკრონით“ ინფიცირების 29 შემთვხევა ფიქსირდებოდა.
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2021
„ომიკრონი“ შეიძლება ბუნებრივი ვაქცინა გამოდგეს: აკადემიკოსი პანდემიის დასრულებას ვარაუდობს
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში გამოვლენილი 51 შემთხვევიდან 5 პირი 18 წლამდე ასაკისაა, ხოლო ერთ-ერთი 3 წლის ბავშვია. გამყრელიძის თქმით, ბავშვი ამ დრომდე უსიმპტომოა.
როგორც ორი დღის წინ გამყრელიძემ აღნიშნა, ქვეყანაში დადასტურებულ „ომიკრონ“ შტამის ყველა შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამ B.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად“ შეფასდა, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი“ უწოდა. შტამი სხვა ვარიანტებისგან იმით გამოირჩევა, რომ მომჭიდებელ ცილაში 32 მუტაცია აქვს, რაც უჩვეულოდ დიდი რაოდენობაა. ამ დროისათვის „ომიკრონი“ უკვე გამოვლენილია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. ევროკავშირმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ რამდენიმე აფრიკულ ქვეყანასთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, „ომიკრონი“ უკვე მსოფლიოს 110 ქვეყანაში დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0