ფოთის ყოფილ მერს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

© courtesy of Poti Cityფოთის ყოფილი მერი ირაკლი კაკულია
ფოთის ყოფილი მერი ირაკლი კაკულია - Sputnik საქართველო, 1920, 26.12.2021
გამოწერა
ფოთის ყოფილი მერი და რამდენიმე პირი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2019 წლის ნოემბერში დააკავა.
თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ ფოთის ყოფილ მერს ირაკლი კაკულიას 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
პატიმრობა მიესაჯა ირაკლი კაკულიასთან ერთად დაკავებულ სხვა მაღალი თანამდებობის პირებსაც. აღნიშნული გადაწვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2019 წლის 8 ნოემბერს სამი მოქმედი, ერთი კი ყოფილი საჯარო მოხელე დააკავა. მათ შორის ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარე ირაკლი კაკულია იყო. 2020 წლის თებერვალში კაკულიასა და მასთან ერთად დაკავებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გირაოთი შეეცვალათ და ისინი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.
ზუგდიდის სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2020
ფოთის ყოფილი მერი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
კაკულიასა და მასთან ერთად დაკავებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება. ირაკლი კაკულიასთან ერთად დაკავებულ ზურაბ ყურუას და ლევან ჩოჩიას 7-7 წლით პატიმრობა მიესაჯათ, ხოლო ნიკოლოზ გრიგოლიას - 2 წელი.
გამოძიების ინფორმაციით, მოხელეებმა 528.821 ლარი მიიტაცეს.
ირაკლი კაკულიას ადვოკატის, ედიშერ ქარჩავას თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილება უკანონოა და გასაჩივრდება.
„საქართველოს და არამარტო საქართველოს, ალბათ მსოფლიოს სასამართლო პრაქტიკაში, დემოკრატიულ ქვეყნებს ვგულისხმობ, არ არსებობს პიროვნება ქრთამზე დაადანაშაულონ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით. ეს არის გაუგონარი ფაქტი... ჩვენ ამას გავასაჩივრებთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და მოსამართლის უკანონო გადაწყვეტილებას აუცილებლად გავაუქმებთ“, – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 182-ე, 338-ე, 332-ე, 342-ე და 210-ე მუხლებით მიმდინარეობდა.
ყველა ახალი ამბავი
0