https://sputnik-georgia.com/20211226/faravnis-ureltexilze-msubuqi-avtotransportis-mozraoba-ardga-263164060.html
ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
Sputnik საქართველო
მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გამო, ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე დღეა, შეზღუდულია. 26.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-26T16:45+0400
2021-12-26T16:45+0400
2021-12-26T16:45+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/18/250993448_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_309326cb170e6ace98720b7d470cc22e.jpg
თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.კერძოდ, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 95-104-ე კმ (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე.უწყების ცნობით, თოვლისა და ქარბუქის საშიშროების გამო, ამავე მონაკვეთზე, ყოველდღე 18:00-დან 10:00 საათამდე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.გზის დანარჩენ მონაკვეთებზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
https://sputnik-georgia.com/20211225/ruset-saqartvelos-sazrvrisken-mimaval-gzaze-sezrudvebis-nawili-moixsna-263147285.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/18/250993448_160:0:1120:720_1920x0_80_0_0_8426f71576e86ac3701f41c3223cf8fa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში
ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გამო, ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე დღეა, შეზღუდულია.
თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
კერძოდ, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 95-104-ე კმ (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე.
უწყების ცნობით, თოვლისა და ქარბუქის საშიშროების გამო, ამავე მონაკვეთზე, ყოველდღე 18:00-დან 10:00 საათამდე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.