ტიკარაძე: 2021 წელს სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა რაოდენობა შემცირდა

© Facebook / Gtuc Union of Pro-Unions of Georgiaსაქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა საერთაშოროსო დღეს აღნიშნავს
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა საერთაშოროსო დღეს აღნიშნავს - Sputnik საქართველო, 1920, 26.12.2021
გამოწერა
ტიკარაძის განმარტებით, გაიზარდა შრომის პირობების ინსპექტირების ინტენსიურობა, დარღვევების გამოვლენის სიხშირეც და რეაგირებაც.
თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. 2021 წელს სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 2020 წელთან შედარებით 18%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 29%-ით შემცირდა, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
დღეს ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშის „ჯანდაცვის სისტემების გამოწვევები - პანდემიის მართვა და რეფორმები“ წარდგენის ღონისძიება გაიმართა. ეს იყო ტიკარაძის ბოლო წლიური ანგარიში მინისტრის რანგში.
გზის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2021
სურამში ავტომაგისტრალის მშენებლობაზე მუშა ხიდიდან გადავარდა
როგორც ტიკარაძემ განაცხადა, 2020 წელს შრომის კანონმდებლობის რეფორმის ფარგლებში გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი – მიიღეს საქართველოს კანონი „შრომის ინსპექციის შესახებ“, რომლის საფუძველზეც 2021 წლის 1 იანვრიდან შეიქმნა შრომის ინსპექციის სამსახური.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, გაიზარდა შრომის პირობების ინსპექტირების ინტენსიურობა და სამსახურისთვის გაზრდილი მანდატი აისახა მის მიერ განხორციელებული აქტივობების შედეგებზე. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების შემცირების მაჩვენებლები, აღნიშნა ტიკარაძემ.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, მხოლოდ 2020 წელს სამუშაო ადგილზე 39 ადამიანი გარდაიცვალა და 185 მძიმედ დაშავდა.
ყველა ახალი ამბავი
0