ბათუმი ათასფრად აბრდღვრიალდა: ვიდეო საახალწლოდ განათებული ქალაქიდან

გამოწერა
ბათუმის ევროპის მოედანზე საახალწლო ნაძვისხე და სადღესასწაულო განათება ჩაირთო. იხილეთ „Sputnik საქართველოს“ ვიდეო, როგორ გამოიყურება საზეიმოდ მორთული ქალაქი
საქართველოს საკურორტო დედაქალაქი ბათუმი ახალი წლის შესახვედრად ემზადება. ქალაქის მთავარ მოედანზე სადღესასწაულოდ აბდღვრიალებული ნაძვისხე შესაბამის განწყობას ქმნის.
იქვე, ქალაქის ცენტრში, გაიხსნა საახალწლო სოფელიც, სადაც სუვენირები და მოსართვები იყიდება, ასევე მუშაობს ატრაქციონები ბავშვებისთვის, ხოლო სპეციალურად მოწყობილ სცენაზე კონცერტები ტარდება.
ყველა ახალი ამბავი
0