https://sputnik-georgia.com/20211225/tbilisis-meria-ukanono-senoba-nagebobebis-demontajs-agrzelebs-263149404.html
თბილისის მერია უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟს აგრძელებს
თბილისის მერია უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟს აგრძელებს
Sputnik საქართველო
მანამდე მერიაში განაცხადეს, რომ დედაქალაქში არ დაუშვებენ უკანონო მშენებლობების ფაქტებს. 25.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-25T14:30+0400
2021-12-25T14:30+0400
2021-12-25T14:30+0400
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველო
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870271_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_8b6aef96533229e1493161fb7c83173c.jpg
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული ავტოფარეხების და მსუბუქი კონსტრუქციების დემონტაჟი განახორციელა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.საუბარია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე აშენებულ შენობა-ნაგებობებზე.ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, ვარკეთილში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად სკვერის მოწყობა მიმდინარეობს, სამშენებლო სამართალდარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა.უწყების ინფორმაციით, აღნიშნული საკითხის შესწავლა ორი თვის წინ დაიწყო. დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები და მსუბუქი კონსტრუქციები უნებართვოდ იყო განთავსებული.გარდა იმისა, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ ორი ავტოფარეხისა და მსუბუქი კონსტრუქციების დემონტაჟის პროცესი განახორციელა, თავად მოსახლეობის მიერ მოხდა ექვსი ავტოფარეხის დემონტაჟი.აღნიშნულ ტერიტორიაზე თბილისის მერიის დაკვეთით, აქტიურად მიმდინარეობს სკვერის მოწყობის სამუშაოები, აცხადებენ უწყებაში.რამდენიმე დღის წინ სამი შენობა-ნაგებობის დემონტაჟი ზაჰესში განხორციელდა.გასულ კვირაში დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერია ქალაქის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების და მიწის ნაკვეთების მიტაცების ფაქტებზე რეაგირებას გაამკაცრებს.
https://sputnik-georgia.com/20211220/tbilisis-meriam-ukanono-nagebobebis-demontaji-daiwyo-262985606.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870271_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_2b148bab6f528b80f4777e74e7101c79.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო, თბილისის მერია
ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო, თბილისის მერია
თბილისის მერია უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟს აგრძელებს
მანამდე მერიაში განაცხადეს, რომ დედაქალაქში არ დაუშვებენ უკანონო მშენებლობების ფაქტებს.
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული ავტოფარეხების და მსუბუქი კონსტრუქციების დემონტაჟი განახორციელა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
საუბარია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე აშენებულ შენობა-ნაგებობებზე.
ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, ვარკეთილში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად სკვერის მოწყობა მიმდინარეობს, სამშენებლო სამართალდარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული საკითხის შესწავლა ორი თვის წინ დაიწყო. დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები და მსუბუქი კონსტრუქციები უნებართვოდ იყო განთავსებული.
გარდა იმისა, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ ორი ავტოფარეხისა და მსუბუქი კონსტრუქციების დემონტაჟის პროცესი განახორციელა, თავად მოსახლეობის მიერ მოხდა ექვსი ავტოფარეხის დემონტაჟი.
აღნიშნულ ტერიტორიაზე თბილისის მერიის დაკვეთით, აქტიურად მიმდინარეობს სკვერის მოწყობის სამუშაოები, აცხადებენ უწყებაში.
რამდენიმე დღის წინ სამი შენობა-ნაგებობის დემონტაჟი ზაჰესში განხორციელდა.
გასულ კვირაში დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერია ქალაქის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების და მიწის ნაკვეთების მიტაცების ფაქტებზე რეაგირებას გაამკაცრებს.