https://sputnik-georgia.com/20211225/saqartvelos-pirveli-pirebi-patriarqs-arsaydrebis-44-e-wlistavs-ulocaven-263150839.html
საქართველოს პირველი პირები პატრიარქს აღსაყდრების 44-ე წლისთავს ულოცავენ
საქართველოს პირველი პირები პატრიარქს აღსაყდრების 44-ე წლისთავს ულოცავენ
Sputnik საქართველო
მთავრობის მეთაურმა და თბილისის მერმა პატრიარქის როლი და ქვეყნის წინაში მისი ღვაწლი აღნიშნეს. 25.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-25T15:30+0400
2021-12-25T15:30+0400
2021-12-25T15:30+0400
რელიგია
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/03/251054783_0:132:1280:852_1920x0_80_0_0_aecd5f83ab9cbb1b1b260ffba31bbef6.jpg
თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 44-ე იუბილე მიულოცეს.დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთისა და თბილისის არქიეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 44 წელი შესრულდა.მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სწორედ პატრიარქის პირადი ღვაწლისა და უდიდესი საერთაშორისო ავტორიტეტის შედეგია საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობა საერთაშორისო დონეზე, ეკლესია-მონასტრების მშენებლობის უპრეცედენტო ზრდა, საეკლესიო განათლებისა და მეცნიერების განვითარება.მან ილის მეორეს ქართველი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ ხანგრძლივ სიცოცხლე უსურვა.სოციალურ ქსელში ილია მეორის აღსაყდრებიდან 44 წლისთავთან დაკავშირებით დედაქალაქის მერმა კახა კალაძემაც დაწერა.„დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ აღსაყდრებიდან 44-ე წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. დიდია ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე უწმინდესის ღვაწლი. მისი ავტორიტეტი სცდება საქართველოს ფარგლებს. ის არის სულგრძელობის, თავმდაბლობის, სიკეთისა და სიყვარულის მაგალითი მთელი ერისთვის“, - დაწერა კახა კალაძემ და პატრიარქს დღეგრძელობა და ჯანმრთელობა უსურვა.ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. მისი ინტრონიზაცია იმავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოველში მოხდა. ამასთან დაკავშირებით დღეს სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო. კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად ღვთისმსახურებაში წმინდა სინოდის წევრები იღებენ მონაწილეობას.ილია მეორე (ერობაში ირაკლი ღუდუშაური–შიოლაშვილი) გიორგი შიოლაშვილისა და ნატალია კობახიძის მეოთხე შვილი იყო. 1927 წელს ოჯახი საცხოვრებლად ვლადიკავკაზში გადავიდა, ახალშობილი შობის დღეს ქართულ ტაძარში მონათლეს.1952 წელს ირაკლი შიოლაშვილმა ვლადიკავკაზის №22 სკოლა დაამთავრა და იმავე წელს სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც 1956 წელს წარჩინებით დაამთავრა და, როგორც საუკეთესო სტუდენტი, მოსკოვის სასულიერო აკადემიის პირველ კურსზე ჩაირიცხა. 1957 წლის 16 აპრილს, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით, თბილისის წმიდა ალექსანდრე ნეველის ტაძარში 24 წლის ირაკლი შიოლაშვილი მეუფე ზინობმა ბერად აღკვეცა და დიდი წინასწარმეტყველის — ილიას სახელი უწოდა.1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ბერი ილია ხელდასხმულია იეროდიაკვნად, ხოლო 1959 წლის 10 მაისს, კათალიკოს-პატრიარქ მელქისედეკის ლოცვა-კურთხევით – მღვდელ-მონაზვნად მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქის ალექსის მიერ – წმინდა სერგის მონასტრის ტაძარში და დაჯილდოებულია ოქროს სამკერდე ჯვრით.1960 წლის 19 დეკემბერს იგი აიყვანეს იღუმენის ხარისხში, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს – არქიმანდრიტის ხარისხში. 1963 წელს ილია მეორე ბათუმისა და შემოქმედის ეპარქიას ჩაუდგა სათავეში, იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის (1963–1972 წლები) რექტორი. 1967 წელს სოხუმის ეპისკოპოსი, ხოლო 1969 წელს მიტროპოლიტი გახდა.1977 წლის 9 ნოემბერს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, დაადგინეს პატრიარქის მოსაყდრედ. 1977 წლის 23 დეკემბერს აირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. იმავე წლის 25 დეკემბერს მოხდა მისი ინტრონიზაცია. პატრიარქს მიეკუთვნა სახელი ილია II (ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 1600 წლის წინ, 390-400 წწ.).პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია იყო და დაახლოებით 30 მოქმედი ტაძარი. დღეისთვის სულ 42 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი 47 მღვდელმთავარი, მათგან ორი ტიტულარულია. გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რაოდენობა. თბილისში წმინდა სამების ტაძარი აშენდა. დღეისათვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონი.
https://sputnik-georgia.com/20211225/saqartvelos-patriarqs-arsaydrebis-44-e-wlistavi-miuloces-263147927.html
https://sputnik-georgia.com/20211225/saqartvelos-pirveli-pirebi-katolikeebs-sobis-dresaswauls-ulocaven-263146687.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/03/251054783_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_b8830d3e9bab01a861b1c2f1abc3489c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რელიგია, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
რელიგია, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს პირველი პირები პატრიარქს აღსაყდრების 44-ე წლისთავს ულოცავენ
მთავრობის მეთაურმა და თბილისის მერმა პატრიარქის როლი და ქვეყნის წინაში მისი ღვაწლი აღნიშნეს.
თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 44-ე იუბილე მიულოცეს.
დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთისა და თბილისის არქიეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 44 წელი შესრულდა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სწორედ პატრიარქის პირადი ღვაწლისა და უდიდესი საერთაშორისო ავტორიტეტის შედეგია საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობა საერთაშორისო დონეზე, ეკლესია-მონასტრების მშენებლობის უპრეცედენტო ზრდა, საეკლესიო განათლებისა და მეცნიერების განვითარება.
„ჩვენ ქვეყანას წილად ხვდა ბედნიერება, ბოლო თითქმის ნახევარი საუკუნე – თავისუფლებისა და სულიერი აღორძინებისკენ სვლის ურთულესი ისტორიული მონაკვეთი მისი სულიერი წინამძღოლობით გაევლო. პატრიარქის დაუღალავი მოღვაწეობა ყოველთვის გვეხმარებოდა შეგვენარჩუნებინა ერთობა, სტაბილურობა, მომავლის იმედი და რწმენა“, -
წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.
მან ილის მეორეს ქართველი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ ხანგრძლივ სიცოცხლე უსურვა.
სოციალურ ქსელში ილია მეორის აღსაყდრებიდან 44 წლისთავთან დაკავშირებით დედაქალაქის მერმა კახა კალაძემაც დაწერა.
„დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ აღსაყდრებიდან 44-ე წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. დიდია ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე უწმინდესის ღვაწლი. მისი ავტორიტეტი სცდება საქართველოს ფარგლებს. ის არის სულგრძელობის, თავმდაბლობის, სიკეთისა და სიყვარულის მაგალითი მთელი ერისთვის“, -
დაწერა კახა კალაძემ და პატრიარქს დღეგრძელობა და ჯანმრთელობა უსურვა.
ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. მისი ინტრონიზაცია იმავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოველში მოხდა. ამასთან დაკავშირებით დღეს სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო. კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად ღვთისმსახურებაში წმინდა სინოდის წევრები იღებენ მონაწილეობას.
ილია მეორე (ერობაში ირაკლი ღუდუშაური–შიოლაშვილი) გიორგი შიოლაშვილისა და ნატალია კობახიძის მეოთხე შვილი იყო. 1927 წელს ოჯახი საცხოვრებლად ვლადიკავკაზში გადავიდა, ახალშობილი შობის დღეს ქართულ ტაძარში მონათლეს.
1952 წელს ირაკლი შიოლაშვილმა ვლადიკავკაზის №22 სკოლა დაამთავრა და იმავე წელს სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც 1956 წელს წარჩინებით დაამთავრა და, როგორც საუკეთესო სტუდენტი, მოსკოვის სასულიერო აკადემიის პირველ კურსზე ჩაირიცხა. 1957 წლის 16 აპრილს, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით, თბილისის წმიდა ალექსანდრე ნეველის ტაძარში 24 წლის ირაკლი შიოლაშვილი მეუფე ზინობმა ბერად აღკვეცა და დიდი წინასწარმეტყველის — ილიას სახელი უწოდა.
1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ბერი ილია ხელდასხმულია იეროდიაკვნად, ხოლო 1959 წლის 10 მაისს, კათალიკოს-პატრიარქ მელქისედეკის ლოცვა-კურთხევით – მღვდელ-მონაზვნად მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქის ალექსის მიერ – წმინდა სერგის მონასტრის ტაძარში და დაჯილდოებულია ოქროს სამკერდე ჯვრით.
1960 წლის 19 დეკემბერს იგი აიყვანეს იღუმენის ხარისხში, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს – არქიმანდრიტის ხარისხში. 1963 წელს ილია მეორე ბათუმისა და შემოქმედის ეპარქიას ჩაუდგა სათავეში, იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის (1963–1972 წლები) რექტორი. 1967 წელს სოხუმის ეპისკოპოსი, ხოლო 1969 წელს მიტროპოლიტი გახდა.
1977 წლის 9 ნოემბერს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, დაადგინეს პატრიარქის მოსაყდრედ. 1977 წლის 23 დეკემბერს აირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. იმავე წლის 25 დეკემბერს მოხდა მისი ინტრონიზაცია. პატრიარქს მიეკუთვნა სახელი ილია II (ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 1600 წლის წინ, 390-400 წწ.).
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია იყო და დაახლოებით 30 მოქმედი ტაძარი. დღეისთვის სულ 42 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი 47 მღვდელმთავარი, მათგან ორი ტიტულარულია. გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რაოდენობა. თბილისში წმინდა სამების ტაძარი აშენდა. დღეისათვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონი.