Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ძალიან მაგარი ქალი მგონია, არადა...“ – რა შეცვალეს შვილებმა რუსკასა და მის ქმარს შორის?

© Facebook / Ruska Makashviliრუსკა მაყაშვილი და სანდრო ნიჟარაძე ვაჟთან ერთად
რუსკა მაყაშვილი და სანდრო ნიჟარაძე ვაჟთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2021
გამოწერა
მსახიობი და ტელეწამყვანი, უკვე ორი შვილის დედა რუსკა მაყაშვილი მეორე ბავშვის გაჩენიდან უკვე 7 დღეში ახალი გადაცემის გადასაღებ მოედანზე იყო. რუსკა ჟურნალ ,,სარკესთან” ამბობს, რომ ორი შვილის დედობამ მისი და მისი ქმრის სანდრო ნიჟარაძის ოჯახურ ცხოვრებას სულ სხვა ელფერი შესძინა. ჯერ ილიას და ახლა კატოს დაბადებამ ცოლ-ქმრის ურთიერთსიყვარული უფრო გააძლიერა.

„რომ ვაცნობიერებ – ორი შვილი მყავს, თავი ძალიან მაგარი ქალი მგონია. არადა, ხალხი 6-7 შვილს ზრდის და მათ რაღა უნდა თქვან?! ბედნიერი ვარ, რომ გოგოც მყავს და ბიჭიც, რაღაცნაირად შევკარი ჩვენი ოჯახი“, – ამბობს რუსკა.

კითხვაზე, განიცადა თუ არა მისი და მისი ქმრის სიყვარულმა ცვლილებები ოჯახში შვილების შემომატებასთან ერთად, მსახიობი ამბობს, რომ სიყვარული გაძლიერდა და გაკარგდა, რადგან თითოეული ბავშვის დაბადებამ ახალი სიცოცხლე და ენერგია შემოიტანა ოჯახში.
ყველა ახალი ამბავი
0