რომის პაპმა მორწმუნეებს საშობაო გზავნილით მიმართა

© AP Photo / Thanassis Stavrakisრომის პაპი
რომის პაპი - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2021
გამოწერა
რომის პაპმა ფრანცისკმა თავის გზავნილში განსაკუთრებულად აღნიშნა დიალოგის მნიშვნელობა კორონავირუსის პანდემიის დროს.
თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. რომის პაპმა საშობაო გზავნილსა და კურთხევაში Urbi et Orbi („ქალაქსა და მსოფლიოს“) კაცობრიობას ძმური დიალოგისკენ მოუწოდა, რომელიც თავად ღვთის განსახიერებაა და მას საერთაშორისო კონფლიქტების გადაჭრა შეუძლია. ამის შესახებ იტყობინება РИА Новости.
„ამ სამყაროში მოსვლით ღმერთმა გვიჩვენა შეხვედრისა და დიალოგის გზა. მას არ სურს მონოლოგი... რადგან თავად ღმერთი, ძე ღვთისა და წმინდა სული არის დიალოგი, მარადიული და უსასრულო სიყვარულისა და სიცოცხლის ერთიანობით“, – განაცხადა პაპმა ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებისადმი მიმართვისას.
მან აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიალოგი პანდემიის დროს, რადგან ადამიანები ჩაიკეტნენ, უარს ამბობენ შეხვედრაზე და ერთად მოქმედებაზე.
„საერთაშორისო დონეზეც არსებობს დიალოგის თავიდან არიდების რისკები. რისკი იმისა, რომ რთული კრიზისი უმოკლესი და არა უფრო ხანგრძლივი დიალოგის არჩევასთან მიგვიყვანს, მაგრამ სინამდვილეში სწორედ ასეთს მივყავართ კონფლიქტების გადაწყვეტასთან და საყოველთაო და უფრო ხანგრძლივ უპირატესობებთან“, – განაცხადა პაპმა.
მისი თქმით, როდესაც სამყარო უფლის შობას იუწყება, მაინც გრძელდება კონფლიქტები, კრიზისები და დაპირისპირებები. ისინი იმდენად ჩვეული გახდა, რომ ადამიანები ვეღარც ამჩნევენ, აღნიშნა პონტიფიკოსმა.
„ძვირფასო დებო და ძმებო, ჩვენს დროს ბევრი სირთულე ახლავს, მაგრამ იმედი უფრო ძლიერია, რადგან „ყრმა იშვა“... მან ისწავლა ლაპარაკი, როგორც თითოეულმა ბავშვმა. რომ ვისწავლოთ უფლის მოსმენა, ერთმანეთს უნდა ვუსმინოთ და დიალოგი გავმართოთ, როგორც ძმებმა და დებმა“, – განაცხადა პაპმა ფრანცისკმა.
მიმართვის დასასრულ მან შეკრებილებს და ყველას, ვინც თვალყურს ადევნებდა საშობაო გზავნილს, ცოდვები მიუტევა.
ყველა ახალი ამბავი
0