https://sputnik-georgia.com/20211225/policiam-milionobit-laris-rirebulebis-narkotiki-gaanadgura-video-263149647.html
პოლიციამ მილიონობით ლარის ღირებულების ნარკოტიკი გაანადგურა - ვიდეო
პოლიციამ მილიონობით ლარის ღირებულების ნარკოტიკი გაანადგურა - ვიდეო
Sputnik საქართველო
პოლიციამ ნარკოტიკები გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების დაცვით, მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურა 25.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-25T15:00+0400
2021-12-25T15:00+0400
2021-12-25T15:00+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23923/11/239231161_0:101:2419:1462_1920x0_80_0_0_1748180c44ddd8ef1372c4efd6a521e3.jpg
თბილისი, 25 დეკემბერი- Sputnik. პოლიციამ სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, ნარკოტიკების საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით37 მილიონ ლარზე მეტია. საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები ნარკოტიკებსა და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, სასამართლოს განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის წევრების თანდასწრებით, ეტაპობრივად ანადგურებენ.სამართალდამცველებმა უკანონო ბრუნვიდან ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკები გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების დაცვით, მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურეს.შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წელს გაანადგურა უკანონო ბრუნვიდან ამოღებული შემდეგი ნარკოტიკული საშუალებები:ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.შსს-ს ცნობით, 2021 წლის მანძილზე საქართველოს მასშტაბით 136 ნარკორეალიზატორია დაკავებული. სამართალდამცველების მიერ მთლიანობაში ამოღებულია 19 კგ-მდე ჰეროინი, 4 კგ კოკაინი, 5 ათასი აბი „სუბუტექსი", 3 კგ „ალფა-პვპ“, 26 კგ „ბიო" და სხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.შსს–ს ვებ–გვერდზე განთავსებული მასალების მიხედვით, ყველაზე გავრცელებული დანაშაულისტოპ-ხუთეულში წლის დასაწყისიდან პირველად, მეორე ადგილზე აღმოჩნდა ნარკოდანაშაული - 3.231 ათასი შემთხვევა ათ თვეში, საიდანაც გახსნილია 85,04%.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23923/11/239231161_168:0:2252:1563_1920x0_80_0_0_f73c14bc6b2f2e0a841a0e9facddee87.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
პოლიციამ მილიონობით ლარის ღირებულების ნარკოტიკი გაანადგურა - ვიდეო
პოლიციამ ნარკოტიკები გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების დაცვით, მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურა
თბილისი, 25 დეკემბერი- Sputnik. პოლიციამ სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
უწყების ცნობით, ნარკოტიკების საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით37 მილიონ ლარზე მეტია. საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები ნარკოტიკებსა და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, სასამართლოს განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის წევრების თანდასწრებით, ეტაპობრივად ანადგურებენ.
სამართალდამცველებმა უკანონო ბრუნვიდან ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკები გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების დაცვით, მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წელს გაანადგურა უკანონო ბრუნვიდან ამოღებული შემდეგი ნარკოტიკული საშუალებები:
12.127 ტაბლეტი„სუბუტექსი"
MDMA- ს შემცველი1000 ტაბლეტი
367 კაფსულა/ტაბლეტი„ტრამადოლი"
მეტადონის" შემცველი125 ტაბლეტი
679 კაფსულა „პრეგაბალინი“
260 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება
580 კაფსულა „ფსევდოეფედრინი“
ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
შსს-ს ცნობით, 2021 წლის მანძილზე საქართველოს მასშტაბით 136 ნარკორეალიზატორია დაკავებული. სამართალდამცველების მიერ მთლიანობაში ამოღებულია 19 კგ-მდე ჰეროინი, 4 კგ კოკაინი, 5 ათასი აბი „სუბუტექსი", 3 კგ „ალფა-პვპ“, 26 კგ „ბიო" და სხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.
შსს–ს ვებ–გვერდზე განთავსებული მასალების მიხედვით, ყველაზე გავრცელებული დანაშაულისტოპ-ხუთეულში წლის დასაწყისიდან პირველად, მეორე ადგილზე აღმოჩნდა ნარკოდანაშაული - 3.231 ათასი შემთხვევა ათ თვეში, საიდანაც გახსნილია 85,04%.