https://sputnik-georgia.com/20211225/parlamenti-msjavrdebulta-amnistias-ganixilavs-263155806.html
პარლამენტი მსჯავრდებულთა ახალ ამნისტიას განიხილავს
პარლამენტი მსჯავრდებულთა ახალ ამნისტიას განიხილავს
Sputnik საქართველო
ამგვარად სახელმწიფოს სურს შეუვსოს პატიმრებს ის პერიოდი, როდესაც ისინი კოროვირუსის გამო დაწესებული მკაცრი ლოკდაუნის შედეგად სრულ იზოლაციაში იყვნენ ოჯახებისა და... 25.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-25T21:09+0400
2021-12-25T21:09+0400
2021-12-25T21:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/19/252126970_342:463:2210:1514_1920x0_80_0_0_ab7e1f41d65ddf08f9d9156efa990619.jpg
თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატი მიხეილ სარძველაძე პარლამენტს გარკვეული კატეგორიის პატიმრების ამნისტიის წინადადებით მიმართავს, იუწყება „პირველი არხი“.ტელეკომპანიის ცნობით, კანონპროექტი პარლამენტის უახლოეს სხდომაზე დარეგისტრირდება და შეეხება იმ პატიმრებს, რომელთა საქმეები 2020 წლის 5 მარტიდან 25 მაისამდე და 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე პერიოდებში განიხილებოდა.კერძოდ, ასეთი პატიმრების სასჯელის მოხდის ვადა განსხვავებულად გამოითვლება.აღნიშნულ პერიოდში სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ბრალდებულს ჩაეთვლება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადაში შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობაში ყოფნის ოთხი დღე გაუტოლდება განაჩენით მისჯილი თავისუფლების აღკვეთის ხუთ დღეს. საქართველოში პატიმრობის ვადას საბოლოო განაჩენით გათვალისწინებული სასჯელის ვადა მოიცავს.ამგვარად სახელმწიფოს სურს შეუვსოს პატიმრებს ის პერიოდი, როდესაც ისინი კოროვირუსთან დაკავშირებული მკაცრი ლოკდაუნის გამო სრულ იზოლაციაში იყვნენ ოჯახებისა და ახლობლებისგან.მაგრამ ამგვარ კომპენსაციას არ მიიღებენ ის პირები, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან მკვლელობის, არაადამიანური მიპყრობის, თანამდებობრივი და სექსუალური დანაშაულისთვის.კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ამნისტიას უვადო პატიმრობა მისჯილი პატიმრებისთვის, რომლებმაც დანაშაული 2004 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს. ამ შემთხვევაში მსჯავრდებულები ვადამდელ-პირობით გათავისუფლებას შეძლებენ ან განაჩენის შერბილების მოთხოვნის უფლებით ისარგებლებენ.ინიციატივის დეტალები ცნობილი გახდება უკვე მომავალ კვირაში, როდესაც დეპუტატები მათ განხილვას შეუდგებიან.
https://sputnik-georgia.com/20211121/ra-pirobebsi-ixdian-sasjels-patimrebi-cixeebsi-saqstatis-axali-monacemebi-262254922.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/19/252126970_489:464:2001:1598_1920x0_80_0_0_a3c1825051809a49bb20c2653fa51a00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში
პარლამენტი მსჯავრდებულთა ახალ ამნისტიას განიხილავს
ამგვარად სახელმწიფოს სურს შეუვსოს პატიმრებს ის პერიოდი, როდესაც ისინი კოროვირუსის გამო დაწესებული მკაცრი ლოკდაუნის შედეგად სრულ იზოლაციაში იყვნენ ოჯახებისა და ახლობლებისგან
თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატი მიხეილ სარძველაძე პარლამენტს გარკვეული კატეგორიის პატიმრების ამნისტიის წინადადებით მიმართავს, იუწყება
„პირველი არხი“. ტელეკომპანიის ცნობით, კანონპროექტი პარლამენტის უახლოეს სხდომაზე დარეგისტრირდება და შეეხება იმ პატიმრებს, რომელთა საქმეები 2020 წლის 5 მარტიდან 25 მაისამდე და 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე პერიოდებში განიხილებოდა.
კერძოდ, ასეთი პატიმრების სასჯელის მოხდის ვადა განსხვავებულად გამოითვლება.
აღნიშნულ პერიოდში სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ბრალდებულს ჩაეთვლება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადაში შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობაში ყოფნის ოთხი დღე გაუტოლდება განაჩენით მისჯილი თავისუფლების აღკვეთის ხუთ დღეს. საქართველოში პატიმრობის ვადას საბოლოო განაჩენით გათვალისწინებული სასჯელის ვადა მოიცავს.
ამგვარად სახელმწიფოს სურს შეუვსოს პატიმრებს ის პერიოდი, როდესაც ისინი კოროვირუსთან დაკავშირებული მკაცრი ლოკდაუნის გამო სრულ იზოლაციაში იყვნენ ოჯახებისა და ახლობლებისგან.
მაგრამ ამგვარ კომპენსაციას არ მიიღებენ ის პირები, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან მკვლელობის, არაადამიანური მიპყრობის, თანამდებობრივი და სექსუალური დანაშაულისთვის.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ამნისტიას უვადო პატიმრობა მისჯილი პატიმრებისთვის, რომლებმაც დანაშაული 2004 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს. ამ შემთხვევაში მსჯავრდებულები ვადამდელ-პირობით გათავისუფლებას შეძლებენ ან განაჩენის შერბილების მოთხოვნის უფლებით ისარგებლებენ.
ინიციატივის დეტალები ცნობილი გახდება უკვე მომავალ კვირაში, როდესაც დეპუტატები მათ განხილვას შეუდგებიან.