https://sputnik-georgia.com/20211225/media-talibebma-avtomobilebsi-musikis-cartva-akrzales-263152960.html
მედია: თალიბებმა ავტომობილებში მუსიკის ჩართვა აკრძალეს
მედია: თალიბებმა ავტომობილებში მუსიკის ჩართვა აკრძალეს
Sputnik საქართველო
გარდა ამისა, იკრძალება ავტომობილით ჰიჯაბის გარეშე მყოფი ქალების გადაყვანა და ქორწილებში ცოცხალი მუსიკა 25.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-25T17:41+0400
2021-12-25T17:41+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
ავღანეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1b/259922656_0:619:2541:2048_1920x0_80_0_0_7f2865c6c2855d003a845a672b464e55.jpg
თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. თალიბებმა მანქანებში მუსიკის ჩართვა და ჰიჯაბის გარეშე მყოფი ქალების გადაყვანა აკრძალეს, იტყობინება Kabul News.„ისლამური ორიენტაციის სამინისტრომ (გაწვევის, ორიენტაციის, კეთილის ბრძანების და მავნეს აკრძალვის სამინისტრომ - რედ.) დაუდასტურა Kabul News-ს, რომ მძღოლებს მიეცათ წერილობითი რეკომენდაცია, არ ჩართონ მუსიკა და არ ჩასვან მანქანებში ქალები ჰიჯაბის გარეშე“, - ნათქვამია ტელეარხის Twitter-ზე.მანამდე ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელმა უამბო РИА Новости-ს, რომ თალიბებმა ავღანეთში ქორწილებში ცოცხალი მუსიკა აკრძალეს და მამაკაცებმა და ქალებმა ქორწილი ახლა სხვადასხვა დარბაზში უნდა აღნიშნონ.აგვისტოს პირველ დეკადაში რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის დიდ ქალაქებს შეუტია და 15 აგვისტოს დედაქალაქი ქაბული აიღო. 16 აგვისტოს მოძრაობის პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ ავღანეთში ომი დასრულებულია. აგვისტოს ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქაბულის აეროპორტიდან, რომელიც ამერიკელი სამხედროების დაცვის ქვეშ იყო, დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეების და მათთან დაკავშირებული ავღანელების ევაკუაცია მიმდინარეობდა. 31 აგვისტოს ღამით აშშ-ის სამხედროებმა ქაბულის აეროპორტი დატოვეს, რამაც ავღანეთში ამერიკული სამხედრო ძალების თითქმის 20-წლიანი ყოფნა დაასრულა.6 სექტემბერს თალიბებმა განაცხადეს, რომ ბრძოლების შედეგად მათ კონტროლ ქვეშ ავღანეთის ბოლო, 34-ე პროვინცია პანჯშირი მოექცა. მეორე დღეს გამოცხადდა ავღანეთის დროებითი მთავრობის შემადგენლობა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა მოჰამად ჰასან ახუნდი, რომელიც „თალიბანის“ პირველი მმართველობის დროს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა და რომელზეც 2001 წლიდან გაეროს სანქციები ვრცელდებოდა.
ავღანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1b/259922656_419:600:2349:2048_1920x0_80_0_0_7b9b9e5a1e741d97bfe9edc2dc3910de.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავღანეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
ავღანეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
მედია: თალიბებმა ავტომობილებში მუსიკის ჩართვა აკრძალეს
17:41 25.12.2021 (განახლებულია: 15:53 20.07.2023) გარდა ამისა, იკრძალება ავტომობილით ჰიჯაბის გარეშე მყოფი ქალების გადაყვანა და ქორწილებში ცოცხალი მუსიკა
თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. თალიბებმა მანქანებში მუსიკის ჩართვა და ჰიჯაბის გარეშე მყოფი ქალების გადაყვანა აკრძალეს, იტყობინება
Kabul News. „ისლამური ორიენტაციის სამინისტრომ (გაწვევის, ორიენტაციის, კეთილის ბრძანების და მავნეს აკრძალვის სამინისტრომ - რედ.) დაუდასტურა Kabul News-ს, რომ მძღოლებს მიეცათ წერილობითი რეკომენდაცია, არ ჩართონ მუსიკა და არ ჩასვან მანქანებში ქალები ჰიჯაბის გარეშე“, - ნათქვამია ტელეარხის Twitter-ზე.
მანამდე ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელმა უამბო РИА Новости-ს, რომ თალიბებმა ავღანეთში ქორწილებში ცოცხალი მუსიკა აკრძალეს და მამაკაცებმა და ქალებმა ქორწილი ახლა სხვადასხვა დარბაზში უნდა აღნიშნონ.
აგვისტოს პირველ დეკადაში რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის დიდ ქალაქებს შეუტია და 15 აგვისტოს დედაქალაქი ქაბული აიღო. 16 აგვისტოს მოძრაობის პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ ავღანეთში ომი დასრულებულია. აგვისტოს ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქაბულის აეროპორტიდან, რომელიც ამერიკელი სამხედროების დაცვის ქვეშ იყო, დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეების და მათთან დაკავშირებული ავღანელების ევაკუაცია მიმდინარეობდა. 31 აგვისტოს ღამით აშშ-ის სამხედროებმა ქაბულის აეროპორტი დატოვეს, რამაც ავღანეთში ამერიკული სამხედრო ძალების თითქმის 20-წლიანი ყოფნა დაასრულა.
6 სექტემბერს თალიბებმა განაცხადეს, რომ ბრძოლების შედეგად მათ კონტროლ ქვეშ ავღანეთის ბოლო, 34-ე პროვინცია პანჯშირი მოექცა. მეორე დღეს გამოცხადდა ავღანეთის დროებითი მთავრობის შემადგენლობა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა მოჰამად ჰასან ახუნდი, რომელიც „თალიბანის“ პირველი მმართველობის დროს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა და რომელზეც 2001 წლიდან გაეროს სანქციები ვრცელდებოდა.