https://sputnik-georgia.com/20211225/iarari-da-sabrzolo-masala-saqartvelosi-cxra-piri-daakaves-263149061.html
იარაღი და საბრძოლო მასალა - საქართველოში ცხრა პირი დააკავეს
იარაღი და საბრძოლო მასალა - საქართველოში ცხრა პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
საქმეზე დაკავებულ პირებს სამიდან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 25.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-25T13:30+0400
2021-12-25T13:30+0400
2021-12-25T14:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23824/39/238243939_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_c17009576216430d3616ef6ae8c90cc5.jpg
თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. პოლიციამ თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, საქმეზე დაკავებულია ცხრა პირი, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ცნობით, თბილისში, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ბ.-ს პირადი ჩხრეკისას უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო გ.ო.-ს ბინის ჩხრეკის შედეგად, „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 47 ვაზნა ამოიღეს.სამი პირი შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა „გლოკის“ და „ბერეტას“ სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტები უკანონოდ გაასაღა ორ ნაცნობზე. სამართალდამცველებმა ისინი თბილისში, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ აღნიშნული ავტომობილის ჩხრეკის შედეგად პისტოლეტები ნივთმტკიცებად ამოიღო.ასევე ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველო თანამშრომლებმა კიდევ ერთი ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სხვადასხვა ტიპის იარაღი და 42 ვაზნა ამოიღეს, ხოლო ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებული, წარსულში ნასამართლევი პირის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოღებულია VOLTRAN BLOW Magnum Mod.2000-ის მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და მჭიდი.ერთი პირი დააკავეს თერჯოლაში. ბრალდებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით „ნაგანის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებული პირის პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად კი, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, გადაჭრილი გლუვლულიანი თოფი და 6 ვაზნა.გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღები ფაქტებზე მიმდინარეობს, რაც 3-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23824/39/238243939_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_ebd49144a992de8656b98bf3033f4f03.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
იარაღი და საბრძოლო მასალა - საქართველოში ცხრა პირი დააკავეს
13:30 25.12.2021 (განახლებულია: 14:43 25.12.2021) საქმეზე დაკავებულ პირებს სამიდან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. პოლიციამ თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, საქმეზე დაკავებულია ცხრა პირი, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, თბილისში, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ბ.-ს პირადი ჩხრეკისას უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო გ.ო.-ს ბინის ჩხრეკის შედეგად, „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 47 ვაზნა ამოიღეს.
სამი პირი შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა „გლოკის“ და „ბერეტას“ სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტები უკანონოდ გაასაღა ორ ნაცნობზე. სამართალდამცველებმა ისინი თბილისში, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ აღნიშნული ავტომობილის ჩხრეკის შედეგად პისტოლეტები ნივთმტკიცებად ამოიღო.
ასევე ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველო თანამშრომლებმა კიდევ ერთი ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სხვადასხვა ტიპის იარაღი და 42 ვაზნა ამოიღეს, ხოლო ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებული, წარსულში ნასამართლევი პირის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოღებულია VOLTRAN BLOW Magnum Mod.2000-ის მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და მჭიდი.
ერთი პირი დააკავეს თერჯოლაში. ბრალდებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით „ნაგანის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებული პირის პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად კი, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, გადაჭრილი გლუვლულიანი თოფი და 6 ვაზნა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღები ფაქტებზე მიმდინარეობს, რაც 3-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.