თბილისში საახალწლო სოფელი იხსნება: ცნობილია ლოკაციები და ოფიციალური გახსნის თარიღი

© Sputnik / Goga Vardzieliსაახალწლო ატრიბუტიკა
საახალწლო ატრიბუტიკა  - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2021
გამოწერა
თბილისის მერია ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად, როდის და რომელ საათზე გაიხსნება ოფიციალურად „საახალწლო სოფელი“.
თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. ხვალ ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღში, მშრალი ხიდის ტერიტორიასა და დედაენის ბაღში „საახალწლო სოფელი“ ოფიციალურად გაიხსნება და სტუმრებს 14 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გახსნის ოფიციალური ცერემონია ხვალ გაიმართება, თუმცა „საახალწლო სოფელი“ სტუმრებს უკვე დღეიდან იწვევს.
გახსნის სამზადისს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.
როგორც კალაძემ აღნიშნა, „საახალწლო სოფელი“ ყველა ასაკის ადამიანისთვის არის განკუთვნილი და მასში ყოველდღიურად სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები გაიმართება.

„დღის პირველი საათიდან სტუმრებს ექნებათ მოსვლის შესაძლებლობა. წარმოდგენილი იქნება ქართული პროდუქტები, მათ შორის, ტკბილეულობა, ასევე ატრაქციონები ბავშვებისთვის. ზოგადად, ყველა თაობისთვის არის შესაბამისი სივრცე, შესანიშნავი გარემოა და ძალიან ლამაზია. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი მოვა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„საახალწლო სოფელში“ დამონტაჟდა მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები და ინსტალაციები. პატარებს იქ თოვლის ბაბუაც დახვდებათ, რომელთანაც ფოტოს გადაღება იქნება შესაძლებელი, და ზღაპრების პერსონაჟებიც. ამასთან ყოველდღიურად გაიმართება საბავშვო კონცერტები. გარდა ამისა, მოეწყობა საბავშვო სახელოსნოები და მსვლელობები.
ბათუმის ბულვარი - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2021
საახალწლო ღონისძიებები საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება
უფროსი ასაკის სტუმრებისთვის „საახალწლო სოფლებში“ გაიმართება ანსამბლების, ბენდებისა და ესტრადის მომღერლების კონცერტები და ელექტრონული მუსიკის საღამოები. მოეწყობა სინთეტიკური ყინულის მოედანი, ღია კინოთეატრი, გიგანტური ზღაპრის წიგნი და მეზღაპრე, საახალწლო ბაზრობა, კვების ობიექტები, ტკბილეულობის ფესტივალი, საბავშვო ატრაქციონები, დეკორირებული ნაძვის ხე და თოვლის ბაბუის სახლი.
კალაძის განცხადებით, დღის საათებში საახალწლო სოფელში პატარებისთვის მოეწყობა გიგანტური სანტას მსვლელობა და საბავშვო-გასართობი შოუები და კონცერტები, საღამოს კი უფროსებისთვის საესტრადო შემსრულებლების, მუსიკალური ბენდების და ელექტრონული მუსიკის წარმოდგენები გაიმართება.
რაც შეეხება ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ დიდ სცენაზე გაიმართება გალა-კონცერტი, რომელშიც შოუბიზნესის 300-მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
დედაქალაქის მერის თქმით, ყველა ღონისძიება კოვიდ-რეგულაციების დაცვით ჩატარდება
ყველა ახალი ამბავი
0