https://sputnik-georgia.com/20211224/sofi-meishvili-263134408.html
„გამარჯობა თოვლის ბაბუ, იმედია, ჯანმრთელად ხარ“ – „წერილები თოვლის ბაბუას“– მეშვიდე სეზონი
„გამარჯობა თოვლის ბაბუ, იმედია, ჯანმრთელად ხარ“ – „წერილები თოვლის ბაბუას“– მეშვიდე სეზონი
Sputnik საქართველო
თანამედროვე ბავშვებიდან ალბათ ბევრს აღარ აქვს იმის ილუზია, რომ საახალწლო სურვილებს მათ ლაპლანდიელი თოვლის ბაბუა უსრულებს. ამიტომაც, ისინი, საგანგებოდ ჩამოწერილ სიას პირდაპირ მშობლებს აწვდიან...
2021-12-24T17:39+0400
2021-12-24T17:39+0400
2022-01-14T14:55+0400
საზოგადოება
ინტერვიუ
ეს საინტერესოა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23433/55/234335583_0:0:1501:844_1920x0_80_0_0_27f1d070c8bb05f679f28109c296f1a1.jpg
ამის მიუხედავად პროექტი „წერილები თოვლის ბაბუას“ თავის არსებობას ისევ აგრძელებს. სოფი მეიშვილი ჩვენში სახალხო მოძრაობის ერთ-ერთი პირველი ინიციატორი და დამფუძნებელია. სწორედ ასეთი მოძრაობის შედეგად დაარსდა საქველმოქმედო ფონდი „სიკეთე სიცოცხლისთვის", რომლის სახელითაც ტარდება ყოველწლიური პროექტი „წერილები თოვლის ბაბუას“.- სოფი, წელს ამ პროექტის მერამდენე სეზონია?- წელს ჩვენი პროექტის „წერილები თოვლის ბაბუს" მეშვიდე სეზონია. ეს პროექტი სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვისაა. თუ აქამდე, ყველაზე ბევრი, 60 წერილი მოდიოდა, წელს ბავშვებისგან ორჯერ მეტი წერილი მივიღეთ, რაც ძალიან გვახარებს.- შევახსენოთ მკითხველს - სად ხდება ამ წერილების განთავსება?- ისევე, როგორც წინა წლებში, ბავშვების წერილები წელსაც ფონდის გვერდზე განვათავსეთ. ამჯერადაც, როგორც ხდება ხოლმე, სრულიად უცნობმა ადამიანებმა თავად აირჩიეს წერილი, რომლის ავტორსაც სურვილს შეუსრულებდნენ. ძირითადად ფეისბუქ-მეგობრები არიან ის ადამიანები, ვისზეც სრულად ვართ დამოკიდებული, ყოველ წელს ახალ-ახალი ადამიანები გვემატებიან.- ყველა ბავშვს გამოუჩნდა თოვლის ბაბუა?- ჯერჯერობით მხოლოდ ოთხი ბავშვის წერილია თოვლის ბაბუს გარეშე დარჩენილი, მაგრამ 31 დეკემბრამდე, მჯერა, მათაც გამოუჩნდება. ზოგიერთმა თოვლის ბაბუამ დაასწრო ახალ წელს და ბევრი წერილის ავტორი გაახარა. დანარჩენებსაც საჩუქრებს ახალ წლამდე მიაწვდიან. ადრე მათ მე ვაგროვებდი, მერე მე და ჩემი ახლა უკვე მეუღლე, მაშინ მეგობარი, მისამართებზე ვარიგებდით. პანდემიის პერიოდში, ბოლო ორი წელია, ვეღარ დავდივართ, ამიტომ ბავშვების მშობლებს ვთხოვე, წერილებზე მიაწერონ მისამართი, ტელეფონი და სოციალური ქსელებით მომაწოდონ.- რომელიმე წერილი ხომ არ დაგამახსოვრდათ?- ალბათ პანდემიიდან გამომდინარე, ბავშვები წლევანდელი წერილების უმრავლესობას თოვლის ბაბუას ჯანმრთელობის მოკითხვით იწყებენ, და ეს გასაგებია და ძალიან ამაღელვებელი... დამამახსოვრდა ერთი წერილი, რომლის ავტორი გურიიდან შშმ პირია. შარშან მან მომწერა – თოვლის ბაბუ, ველოსიპედი გამომიგზავნე, მაღაზიაში პურიზა რომ წავიდეო. ჰოდა, შარშან გავუგზავნეთ ნანატრი საჩუქარი. წელს წერილი მესენჯერში ჩამიგდო, ამჯერად თოვლის ბაბუს ნაძვის ხე სთხოვა.- სურვილის შემთხვევაში თანხის ჩარიცხვაც ხდება?- დიახ, თანხას ფონდის ანგარიშზეც რიცხავენ ხოლმე. წელს სადღესასწაულო სუფრისთვის საჭირო პროდუქტებს სოციალურად დაუცველ მინიმუმ ათ ოჯახს მივაწვდით. საერთოდ, წერილების უმრავლესობაში ტრადიციული სურვილებია, ძირითადად უნდათ საკვები, თბილი ტანსაცმელი და სათამაშოები. წელს რაიონიდან მივიღეთ წერილი ბავშვისგან, რომელსაც დედა კოვიდით ჰყავს ავად და მძიმე მდგომარეობაშია. მან თოვლის ბაბუას დედიკოსთვის სთხოვა საჩუქარი და... ჯანმრთელობა დედისთვის. იმედია, მისი დედიკო მალე გამოჯანმრთელდება. მიხარია, რომ ამ პროექტში ჩვენი ემიგრანტებიც ჩაერთვნენ. ისინი დაგვიკავშირდნენ და გამოთქვეს სურვილი, რომელიმე წერილის ავტორი გაეხარებინათ. ამ კეთილ საქმეში აქტიური ჩართვისთვის ყველას მადლობა მინდა გადავუხადო.- თქვენი პროექტის ყველა „თოვლის ბაბუას“ სახელით რას უსურვებთ ბავშვებს?- პატარებს ვუსურვებ ბედნიერ ახალ წელს, სურვილების ასრულებას და უზრუნველ ბავშვობას. ძალიან მინდა, რომ მათ საახალწლო სურვილებში წიგნების თხოვნა უფრო ხშირად გაჩნდეს. მას კი, ვისაც ამის საშუალება აქვს, ვუსურვებ ახალი წლისთვის ერთი მოწყენილი ბავშვის გახარება მაინც შეძლოს, ასეთი უანგარო სიკეთე, ბავშვების გარდა, თავად მის ჩამდენსაც სჭირდება – ასეთია სიკეთის არსი და ძალა. ღმერთმა სიკეთე არ მოგაკლოთ!..
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23433/55/234335583_75:0:1408:1000_1920x0_80_0_0_194f922313b8338e4776beefc8abe11d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თოვლისბაბუა ბავშვები წერილები ახალი წელი
თოვლისბაბუა ბავშვები წერილები ახალი წელი
„გამარჯობა თოვლის ბაბუ, იმედია, ჯანმრთელად ხარ“ – „წერილები თოვლის ბაბუას“– მეშვიდე სეზონი
17:39 24.12.2021 (განახლებულია: 14:55 14.01.2022) ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში თანამედროვე ბავშვებიდან ალბათ ბევრს აღარ აქვს იმის ილუზია, რომ საახალწლო სურვილებს მათ ლაპლანდიელი სანტა-კლაუსი თუ რომელიღაც მთიდან ჩამოსული თოვლის ბაბუა უსრულებს. ამიტომაც ისინი საგანგებოდ ჩამოწერილ სიას პირდაპირ მშობლებს აწვდიან.
ამის მიუხედავად პროექტი „წერილები თოვლის ბაბუას“ თავის არსებობას ისევ აგრძელებს. სოფი მეიშვილი ჩვენში სახალხო მოძრაობის ერთ-ერთი პირველი ინიციატორი და დამფუძნებელია. სწორედ ასეთი მოძრაობის შედეგად დაარსდა საქველმოქმედო ფონდი „სიკეთე სიცოცხლისთვის", რომლის სახელითაც ტარდება ყოველწლიური პროექტი „წერილები თოვლის ბაბუას“.
- სოფი, წელს ამ პროექტის მერამდენე სეზონია?
- წელს ჩვენი პროექტის „წერილები თოვლის ბაბუს" მეშვიდე სეზონია. ეს პროექტი სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვისაა. თუ აქამდე, ყველაზე ბევრი, 60 წერილი მოდიოდა, წელს ბავშვებისგან ორჯერ მეტი წერილი მივიღეთ, რაც ძალიან გვახარებს.
- შევახსენოთ მკითხველს - სად ხდება ამ წერილების განთავსება?
- ისევე, როგორც წინა წლებში, ბავშვების წერილები წელსაც ფონდის გვერდზე განვათავსეთ. ამჯერადაც, როგორც ხდება ხოლმე, სრულიად უცნობმა ადამიანებმა თავად აირჩიეს წერილი, რომლის ავტორსაც სურვილს შეუსრულებდნენ. ძირითადად ფეისბუქ-მეგობრები არიან ის ადამიანები, ვისზეც სრულად ვართ დამოკიდებული, ყოველ წელს ახალ-ახალი ადამიანები გვემატებიან.
- ყველა ბავშვს გამოუჩნდა თოვლის ბაბუა?
- ჯერჯერობით მხოლოდ ოთხი ბავშვის წერილია თოვლის ბაბუს გარეშე დარჩენილი, მაგრამ 31 დეკემბრამდე, მჯერა, მათაც გამოუჩნდება. ზოგიერთმა თოვლის ბაბუამ დაასწრო ახალ წელს და ბევრი წერილის ავტორი გაახარა. დანარჩენებსაც საჩუქრებს ახალ წლამდე მიაწვდიან. ადრე მათ მე ვაგროვებდი, მერე მე და ჩემი ახლა უკვე მეუღლე, მაშინ მეგობარი, მისამართებზე ვარიგებდით. პანდემიის პერიოდში, ბოლო ორი წელია, ვეღარ დავდივართ, ამიტომ ბავშვების მშობლებს ვთხოვე, წერილებზე მიაწერონ მისამართი, ტელეფონი და სოციალური ქსელებით მომაწოდონ.
- რომელიმე წერილი ხომ არ დაგამახსოვრდათ?
- ალბათ პანდემიიდან გამომდინარე, ბავშვები წლევანდელი წერილების უმრავლესობას თოვლის ბაბუას ჯანმრთელობის მოკითხვით იწყებენ, და ეს გასაგებია და ძალიან ამაღელვებელი... დამამახსოვრდა ერთი წერილი, რომლის ავტორი გურიიდან შშმ პირია. შარშან მან მომწერა – თოვლის ბაბუ, ველოსიპედი გამომიგზავნე, მაღაზიაში პურიზა რომ წავიდეო. ჰოდა, შარშან გავუგზავნეთ ნანატრი საჩუქარი. წელს წერილი მესენჯერში ჩამიგდო, ამჯერად თოვლის ბაბუს ნაძვის ხე სთხოვა.
- სურვილის შემთხვევაში თანხის ჩარიცხვაც ხდება?
- დიახ, თანხას ფონდის ანგარიშზეც რიცხავენ ხოლმე. წელს სადღესასწაულო სუფრისთვის საჭირო პროდუქტებს სოციალურად დაუცველ მინიმუმ ათ ოჯახს მივაწვდით. საერთოდ, წერილების უმრავლესობაში ტრადიციული სურვილებია, ძირითადად უნდათ საკვები, თბილი ტანსაცმელი და სათამაშოები. წელს რაიონიდან მივიღეთ წერილი ბავშვისგან, რომელსაც დედა კოვიდით ჰყავს ავად და მძიმე მდგომარეობაშია. მან თოვლის ბაბუას დედიკოსთვის სთხოვა საჩუქარი და... ჯანმრთელობა დედისთვის. იმედია, მისი დედიკო მალე გამოჯანმრთელდება. მიხარია, რომ ამ პროექტში ჩვენი ემიგრანტებიც ჩაერთვნენ. ისინი დაგვიკავშირდნენ და გამოთქვეს სურვილი, რომელიმე წერილის ავტორი გაეხარებინათ. ამ კეთილ საქმეში აქტიური ჩართვისთვის ყველას მადლობა მინდა გადავუხადო.
- თქვენი პროექტის ყველა „თოვლის ბაბუას“ სახელით რას უსურვებთ ბავშვებს?
- პატარებს ვუსურვებ ბედნიერ ახალ წელს, სურვილების ასრულებას და უზრუნველ ბავშვობას. ძალიან მინდა, რომ მათ საახალწლო სურვილებში წიგნების თხოვნა უფრო ხშირად გაჩნდეს. მას კი, ვისაც ამის საშუალება აქვს, ვუსურვებ ახალი წლისთვის ერთი მოწყენილი ბავშვის გახარება მაინც შეძლოს, ასეთი უანგარო სიკეთე, ბავშვების გარდა, თავად მის ჩამდენსაც სჭირდება – ასეთია სიკეთის არსი და ძალა. ღმერთმა სიკეთე არ მოგაკლოთ!..