ცნობილი გახდა ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატების ვინაობა

© Facebook / SABAპრემია "საბა"
პრემია საბა - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2021
გამოწერა
ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა" „თიბისი ბანკმა“, პოეტმა რატი ამაღლობელმა და მწერალმა დათო ტურაშვილმა 2002 წელს დააფუძნეს.
თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. გაირკვა ლიტერატურული პრემია „საბას“ მე-19 კონკურსის 10 ლაურეატის ვინაობა. ინფორმაციას „თიბისი ბანკი“ ავრცელებს.
23 დეკემბერს დაჯილდოების ცერემონია ონლაინ-ფორმატში ჩატარდა. როგორც ცნობილია, კონკურსში 260 ავტორი მონაწილეობდა, ზაფხულში „საბას“ ჟიურიმ 43 ფინალისტი დაასახელა.
„საბა 2021“-ის ლაურეატები არიან:
საუკეთესო რომანი – თამთა მელაშვილი – „შაშვი შაშვი მაყვალი“;
აუკეთესო პოეტური კრებული – ნუგზარ ზაზანაშვილი „წავა წავა წავა წავა“;
საუკეთესო პროზაული კრებული – გიორგი სოსიაშვილი „ოთხი მოთხრობა“;
საუკეთესო პიესა – პაატა ციკოლია „მედეა s01e06";
საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა – ნანა ტრაპაიძე „ლიტერატურა ლიტერატურის შესახებ“ და ნინო დიანოსაშვილი „შეშლილი სიშმაგე თუ შმაგი შეშლილობა?! ლისამანია ევრიპიდეს ტრაგედიებში: ბაკქი ქალები, ჰერაკლე, ორესტესი“;
საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი – ირინე ტაბაღუა „ტელეფას ცხვარი“ და ნანა აბულაძე „აკუმი“;
საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა – მარიამ ხუცურაული „მარილი გემოვნებით“;
უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი – ანი კოპალიანის თარგმანი ტომას სტერნზ ელიოტის „მოხუცი ოპოსუმის წიგნი პრაქტიკული კატების შესახებ” და გიორგი ლობაჟანიძის თარგმანი ჯალალ ედ-დინ რუმის „არსთა მესნევი“;
საბჭოთა და პოსტსაბჭოთა რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში – ივა ფეზუაშვილი „ბუნკერი“ და ბიძინა მაყაშვილი „ბლუზი მტკვრის პირას“;
სპეციალური პრიზი ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცა პოეტსა და მთარგმნელ გივი შაჰნაზარს.
„საბა“ უკვე წლებია ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. პრემიაზე განიხილება გასულ წელს წიგნად გამოცემული ყველა ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები (რომანი, პროზაული კრებული, პოეტური კრებული, პიესა), უცხოური ნაწარმოების ქართული თარგმანი, ასევე ლიტერატურული კრიტიკის და დოკუმენტური პროზის ნიმუშები.
ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა" „თიბისი ბანკმა“, პოეტმა რატი ამაღლობელმა და მწერალმა დათო ტურაშვილმა 2002 წელს დააფუძნეს. დაარსების დღიდან „საბამ“ ბიძგი მისცა ლიტერატურულ პროცესებს საქართველოში და არაერთი მწერლის ნაწარმოები და ღვაწლი შეაფასა.
ყველა ახალი ამბავი
0