როგორ შევარჩიოთ ხორცი: სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

© Sputnik / STRINGERბაზარი წინასაახალწლოდ
ბაზარი წინასაახალწლოდ - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2021
გამოწერა
სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები რეგულარულად ახორციელებენ კონტროლს და მონიტორინგს, განსაკუთრებით, აგრარული ბაზრების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის მოხვედრის რისკი მაღალია.
თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავონ ხორცის შეძენისგან საეჭვო ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და ხორცის შენახვის პირობები.
წინასაახალწლო დღეებში მოსახლეობის მხრიდან ხორცპროდუქტების მოხმარება იმატებს. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე ხშირად ხორცის რეალიზება ხდება არაკეთილსაიმედო გარემოში, სადაც არ არის დაცული შენახვის პირობები და უცნობია ხორცის წარმომავლობა. ამიტომაც ხორცის შეძენისას მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს პროდუქტის ეტიკეტს, რომელიც სარეალიზაციო პროდუქციას მომხმარებლისთვის თვალსაჩინო ადგილზე უნდა ჰქონდეს დაკრული, აცხადებენ უწყებაში.
უხარისხო ხორცის ამოღება ბაზარში - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2021
რას ვჭამთ: თელავსა და სიღნაღში ხორცის მაღაზიები დალუქეს
საქონლის ხორცის შეძენისას მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს შემდეგ გარემოებებს: ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია 2-დან 6-გრადუსამდე.
გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
- ქვეყნის დასახელება (სადაც მდებარეობს სასაკლაო), სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი (სადაც დაიკლა ცხოველი);
- დამზადების თარიღი და დრო.
თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო“), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი;
თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება. სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში ცალ-ცალკე უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან (ბრაზილია, უკრაინა და ა.შ.) იმპორტირებული ხორციც.
სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, საეჭვო შემთხვევების გამოვლენისას დარეკონ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501.
ყველა ახალი ამბავი
0