Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ქეთა თოფურიას ქმარს უსიმპათიურესი ვაჟი ჰყავს – ლევ დენგოვი ფოტოს აქვეყნებს

© courtesy of Keta Topuriaქეთა თოფურია ლევ დენგოვთან და შვილებთან ერთად
ქეთა თოფურია ლევ დენგოვთან და შვილებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2021
გამოწერა
პოპულარული მომღერლის ქეთა თოფურიას ქმარი ლევ დენგოვი სოციალურ ქსელში აქტიურობით არ გამოირჩევა, თუმცა საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ქეთასთან ქორწინების შემდეგ მაინც ხშირად ახერხებს. როგორც ცნობილია, ქართველი მომღერალი მისთვის მეორე ცოლია, წინა ურთიერთობიდან კი ორი შვილი ჰყავს. ამჯერად ლევ დენგოვი ფოტოს სწორედ შვილთან ლეონიდთან ერთად აქვეყნებს და მას დაბადების დღეს ულოცავს.
როდესაც ლევის ქორწინება დაინგრა, ამბობდა, რომ ვერ ათავსებდა ერთმანეთს ოჯახს და საქმეს, ამიტომ იყო, რომ ექვსწლიანი ქორწინების შემდეგ ცოლს დაშორდა. თუმცა შვილებთან - ლეონიდთან და შოშანასთან მშვენიერი ურთიერთობა აქვს.
ცნობილი ქართველი მომღერალი, რომელიც ჯგუფ A'Studio-ს სოლისტია, ერთი წლის წინ მეორედ დაქორწინდა. წყვილს საერთო შვილი - ადამი იანვარში შეეძინა. როგორც ქეთა ამბობს, მეორე ნახევარი – ბიზნესმენი ლევ დენგოვი ერთი ნახვით შეუყვარდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ლევ დენგოვი ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის უახლოესი გარემოცვიდანაა და მისი მრჩეველიცაა.
ლევის ნამდვილი სახელი პაველ გუსბანდია. დაიბადა და გაიზარდა ბელარუსის დედაქალაქ მინსკში, რაღაც პერიოდი ცხოვრობდა გერმანიაში. ასევე რუსული მუსიკალური ჯგუფი „არბატის“ წევრიც იყო.
ქეთა თოფურია ლევმა საკუთარ დაბადების დღეზე მშობლიურ მინსკში გაიცნო. მან დღესასწაულზე A'Studio მიიწვია, რომელიც მას და მის მშობლებს თანაბრად მოსწონთ. მას შემდეგ ქეთა და ლევი ერთად არიან.
ყველა ახალი ამბავი
0