https://sputnik-georgia.com/20211224/qartuli-ocneba-lomjarias-angarishit-ukmayopilo-arian-263139689.html
„ქართული ოცნება" ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით ლომჯარიას ანგარიშით უკმაყოფილოა
„ქართული ოცნება" ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით ლომჯარიას ანგარიშით უკმაყოფილოა
Sputnik საქართველო
თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოში“ უკმაყოფილებას გამოხატავენ იმასთან დაკავშირებით, რომ სახალხო... 24.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-24T19:40+0400
2021-12-24T19:40+0400
2021-12-24T23:04+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1d/252159068_0:0:1300:731_1920x0_80_0_0_759443bd6c4d0317ccb9797f2e9f70b7.jpg
თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოში“ უკმაყოფილებას გამოხატავენ იმასთან დაკავშირებით, რომ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ კვლავ წამოწია საპატრიარქოსთან არსებული ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონის თემა.თითქმის ნახევარი წელია პანსიონის ირგვლივ ატეხილი ვნებათაღელვა ჩაწყნარდა, რომელიც ფართო საზოგადოებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ყურადღების ცენტრში სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ მოექცა, რომელიც პანსიონში ბავშვებზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას ეხებოდა. სახალხო დამცველმა ამჯერად განახლებული ანგარიში წარმოადგინა.მისი თქმით, სასურველია, რომ ყველა „საქმეზე იყოს ორიენტირებული, მით უმეტეს, როცა საუბარი ნინოწმინდის პანსიონზე მიდის“. მაისში ომბუდსმენის პირველი ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო. თანამდებობა დატოვეს პანსიონის დირექტორმა, მეუფე სპირიდონმა და თანამშრომლების ნახევარზე მეტმა.მიუხედავად ბავშვებისადმი მკაცრი მოპყრობის აღმოფხვრისა, ომბუდსმენს რიგი პრეტენზიები მაინც აქვს. ლომჯარია პანსიონთან დაკავშირებული ხუთივე სისხლის სამართლის საქმის გაერთიანებას და გადაკვალიფიცირებას მოითხოვს. გამოძიება პანსიონში არსებული ვითარებით პირველად 2016 წელს დაინტერესდა.ლომჯარიას თქმით, გამომძიებლები მთელი ეს წლები აჭიანურებდნენ მანამდე აღძრული ოთხი საქმის გამოძიებას და ბავშვთა ინტერესებით არ მოქმედებდნენ.ომბუდსმენი ასევე მოითხოვს, რომ ბავშვებს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოთ.ომბუდსმენი უკმაყოფილოა იმით, რომ სოციალურმა მუშაკებმა ბავშვები ოჯახებში არ დააბრუნეს ან მინდობით აღზრდაში არ გადაიყვანეს და მათ ამ დრომდე პანსიონში ამყოფებენ. მისი თქმით, ამჟამად პანსიონში 15 აღსაზრდელია დარჩენილი, რომელთა შორის ერთი შშმ პირია.ამასთან ერთად ლომჯარიამ აღნიშნა, რომ სოციალური მუშაკები ბავშვების ცალკეულ თხოვნებს, მათ შორის, ჩვენების მიცემის შესახებ, იგნორირებას უწევენ.პანსიონის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა მხოლოდ პანსიონის ირგვლივ სკანდალის აგორების შემდეგ მიიღეს. მანამდე მათ იქ არ უშვებდნენ.საქართველოს საპატრიარქო პანსიონის დახურვას არ გეგმავს და პრობლემას პრაქტიკულად გადაჭრილად მიიჩნევს. ახლა პანსიონს ახალი ხელმძღვანელი – ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი (იაკობიშვილი) ჰყავს.
https://sputnik-georgia.com/20210809/ninowmindis-pansions-saxelmwifo-inspeqtoris-samsaxurma-jarima-daakisra-252538857.html
https://sputnik-georgia.com/20210629/sapatriarqoSi-ninowmindis-pansionSi-arsebuli-situacia-ganixiles-252165364.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1d/252159068_70:0:1229:869_1920x0_80_0_0_dbc2c5fb13bac2b8686b330271a1088f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოში“ უკმაყოფილებას გამოხატავენ იმასთან დაკავშირებით, რომ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ კვლავ წამოწია საპატრიარქოსთან არსებული ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონის თემა.
თითქმის ნახევარი წელია პანსიონის ირგვლივ ატეხილი ვნებათაღელვა ჩაწყნარდა, რომელიც ფართო საზოგადოებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ყურადღების ცენტრში სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ მოექცა, რომელიც პანსიონში ბავშვებზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას ეხებოდა. სახალხო დამცველმა ამჯერად განახლებული ანგარიში წარმოადგინა.
„ერთია, როდესაც ანგარიში ქვეყნდება და მეორეა – თუ რა მიზანს ემსახურება იგი. მთავარი მიზანი არ უნდა იყოს ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელმაც შეიძლება სახელმწიფო ინტერესებს, გამოძიებას და ბავშვებს ზიანი მიაყენოს“, – განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა.
მისი თქმით, სასურველია, რომ ყველა „საქმეზე იყოს ორიენტირებული, მით უმეტეს, როცა საუბარი ნინოწმინდის პანსიონზე მიდის“.
მაისში ომბუდსმენის პირველი ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო. თანამდებობა დატოვეს პანსიონის დირექტორმა, მეუფე სპირიდონმა და თანამშრომლების ნახევარზე მეტმა.
მიუხედავად ბავშვებისადმი მკაცრი მოპყრობის აღმოფხვრისა, ომბუდსმენს რიგი პრეტენზიები მაინც აქვს. ლომჯარია პანსიონთან დაკავშირებული ხუთივე სისხლის სამართლის საქმის გაერთიანებას და გადაკვალიფიცირებას მოითხოვს. გამოძიება პანსიონში არსებული ვითარებით პირველად 2016 წელს დაინტერესდა.
ლომჯარიას თქმით, გამომძიებლები მთელი ეს წლები აჭიანურებდნენ მანამდე აღძრული ოთხი საქმის გამოძიებას და ბავშვთა ინტერესებით არ მოქმედებდნენ.
ომბუდსმენი ასევე მოითხოვს, რომ ბავშვებს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოთ.
ომბუდსმენი უკმაყოფილოა იმით, რომ სოციალურმა მუშაკებმა ბავშვები ოჯახებში არ დააბრუნეს ან მინდობით აღზრდაში არ გადაიყვანეს და მათ ამ დრომდე პანსიონში ამყოფებენ.
მისი თქმით, ამჟამად პანსიონში 15 აღსაზრდელია დარჩენილი, რომელთა შორის ერთი შშმ პირია.
ამასთან ერთად ლომჯარიამ აღნიშნა, რომ სოციალური მუშაკები ბავშვების ცალკეულ თხოვნებს, მათ შორის, ჩვენების მიცემის შესახებ, იგნორირებას უწევენ.
პანსიონის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა მხოლოდ პანსიონის ირგვლივ სკანდალის აგორების შემდეგ მიიღეს. მანამდე მათ იქ არ უშვებდნენ.
საქართველოს საპატრიარქო პანსიონის დახურვას არ გეგმავს და პრობლემას პრაქტიკულად გადაჭრილად მიიჩნევს. ახლა პანსიონს ახალი ხელმძღვანელი – ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი (იაკობიშვილი) ჰყავს.