ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2021
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ გოგა გზირიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.
23 წლის გზირიშვილმა ხუთი თვის ორსული მეუღლე 1,5 წლის შვილის თვალწინ 22 დეკემბერს მოკლა. მომხდარის შემდეგ მან თავად გამოიძახა პოლიცია და ჩაბარდა.
გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცმა მეუღლეს დანით 30-მდე ჭრილობა მიაყენა.
დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდება ბრალდების მხარემ მოითხოვა. პროკურორის თქმით, არსებობს ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების და დანაშაულის ხელახლა ჩადენის საფრთხე.
გზირიშვილის ადვოკატი პროკურორის შუამდგომლობას დაეთანხმა.
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2021
საზარელი დანაშაული თბილისში: ქმარმა ორსული ცოლი მოკლა
„როგორც კი გავაანალიზე რაც გავაკეთე, ეგრევე დავრეკე და გამოვიძახე პოლიცია. დამნაშვე ვარ, თავს ცუდად ვგრძნობ“, – აღნიშნა ბრალდებულმა.
დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა–109-ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
საქმის წინასასამართლო სხდომა 14 თებერვალს ჩაინიშნა.
ამ დროისათვის დაკავებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა მკვლელობის მიზეზი, თუმცა, მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სასტიკი მკვლელობის მიზეზი შეიძლება ფინანსური პრობლემები იყოს. ოჯახი თავს ირჩენდა ქალის შემოსავლით, რომელიც საკუთარი ხელით დამზადებულ სამკაულებს ყიდდა.
ყველა ახალი ამბავი
0