მსოფლიო პატრიარქის საშობაო ეპისტოლე ქართულადაც გამოქვეყნდა
22:22 24.12.2021 (განახლებულია: 15:53 20.07.2023)
© photo: Sputnik / Kaverinმსოფლიო პატრიარქი
© photo: Sputnik / Kaverin
გამოწერა
კონსტანტინეპოლის პატრიარქი ეპისტოლეში შობის დღესასწაულს ულოცავს ქრისტიანულ სამყაროს და ყურადღებას ამახვილებს კაცობრიობის წინაშე მდგარ გამოწვევებზე.
თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ყოველწლიური საშობაო ეპისტოლე გამოაქვეყნა.
ეპისტოლე მსოფლიო საპატრიარქოს ფეისბუქ-გვერდზე აიტვირთა, მათ შორის ქართულ ენაზეც.
ბართლომეოსმა ქრისტიანულ სამყაროს შობის დღესასწაული მიულოცა და კაცობრიობის წინაშე მდგარ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენს ეპოქაში საჭიროა სამწყემსო ხედვა, დიალოგი და არა კამათი, ჩართულობა და არა თავის არიდება, კონკრეტული ქმედება და არა განყენებული თეორია, შემოქმედებით მიმღებლობა და არა საყოველთაო უარყოფა. ეს ყველაფერი სულიერებითა და ლიტურგიული ცხოვრების ხარჯზე კი არ მოქმედებს, არამედ წარმოაჩენს საეკლესიო მყოფობისა და მოწმობის ორი განზომილების – ეგრეთ წოდებული „ვერტიკალისა“ და „ჰორიზონტალის“ განუყოფელ ერთობას“, - ნათქვამია ეპისტოლეში.
საშობაო ეპისტოლეში მსოფლიო პატრიარქი შეეხო პანდემის საკითხსაც, ამასთან ისაუბრა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე.
„კაცობრიობა მიმდინარე წელსაც გატანჯა „კოვიდ-19-ის“ ვირუსულმა პანდემიამ. ვადიდებთ მოწყალების ღმერთს, რომელმაც გააძლიერა სპეციალისტები და მეცნიერები, რომ კრიზისის დასაძლევად შედეგიანი ვაქცინები და სხვა წამლები შეექმნათ. ჯერ კიდევ აუცრელ მორწმუნეებს მოვუწოდებთ, რომ აიცრან და ყველამ მისდიოს სანიტარული უწყებების მიერ რეკომენდირებულ თავდაცვით ზომებს. მეცნიერება, თუკი იგი ადამიანს ემსახურება, ღმრთის ძვირფასი საჩუქარია. გვმართებს, მადლიერებით მივიღოთ ეს საჩუქარი“, - აღნიშნა ბართლომეოსმა.
მიუხედავარ მსოფლიოში არსებული რთული ვითარებისა, მსოფლიო პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ 2022 წელი იქნება საცხოვნებელი წელი თითოეული მართლმადიდებელისთვის.
ბართლომეოსმა დალოცა მართლმადიდებლური სამყარო და მრევლს ჯანმრთელი, ნაყოფიერი, კეთილი საქმეეებითა და საღმრთო წყალობით აღსავსე ახალ წელი უსურვა.