https://sputnik-georgia.com/20211224/klub-basiantan-policiaa-mobilizebuli-263143482.html
ვიდეო: რა ხდება კლუბ „ბასიანში“ – ადგილზე მობილიზებულია პოლიცია
ვიდეო: რა ხდება კლუბ „ბასიანში“ – ადგილზე მობილიზებულია პოლიცია
Sputnik საქართველო
ღამის კლუბების გახსნა საქართველოში 17 დეკემბერს იგეგმებოდა, თუმცა მაშინ საქართველოს შრომის ინსპექციამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო. 24.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-24T21:26+0400
2021-12-24T21:26+0400
2021-12-25T00:00+0400
საზოგადოება
შემთხვევები
ახალი ამბები
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/18/263142673_0:0:3101:1745_1920x0_80_0_0_98aff079f559e5f62ffa72d902067c95.jpg
თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. კლუბ „ბასიანის“ დამფუძნებლები დღეს დაგეგმილი ღონისძიების გაუქმებას არ აპირებენ, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.ჯერ კიდევ 7 დეკემბერს საქართველოს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ ღამის კლუბების ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ისინი მუშაობის განახლებას 16-17 დეკემბერს შეძლებდნენ. მაგრამ ღამის კლუბების მფლობელებს, რომლებიც ობიექტების გასახსნელად უკვე მზად იყვნენ, 10 დღის შემდეგ აცნობეს, რომ გახსნა უნდა გადაედოთ. ზოგი კლუბის მფლობელი არ დაეთანხმა ჯანდაცვის სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას და დაანონსებული ღონისძიება არ გააუქმა.ასეთთა შორისაა კლუბი „ბასიანიც“, რის გამოც შრომის ინსპექციამ მისი დალუქვა გადაწყვიტა.ამ წუთებში კლუბ „ბასიანთან“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები და სამართალდამცველები არიან მობილიზებული. კლუბთან ასევე შეკრებილი არიან ადამიანები, რომლებსაც დღევანდელი ღონისძიების ბილეთები აქვთ შეძენილი, და თბილისის სხვა ღამის კლუბებისა და „ბასიანის“ ხელმძღვანელებიც.მანამდე, 22 დეკემბერს ღამის კლუბების მფლობელებმა თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია ჩაატარეს, რომელიც მოჰყვა საკოორდინაციო საბჭოს განცხადებას იმის თაობაზე, რომ ამ დაწესებულებების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. კლუბების მფლობელები აცხადებენ, რომ მაინც ჩაატარებენ დაანონსებულ ღონისძიებებს, ხოლო თუ შრომის ინსპექცია მათ დალუქავს, ისინი მასობრივ საპროტესტო აქციებს მოაწყობენ.ღამის კლუბები საქართველოში 2020 წლის მარტში დაიხურა, მალევე მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა (26 თებერვალი). მას შემდეგ მათ არცერთი დღე არ უმუშავიათ. ეპიდემიოლოგები და იმუნოლოგები ღამის კლუბების გახსნას ჯერჯერობით არ ემხრობიან.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/18/263142673_372:0:3101:2047_1920x0_80_0_0_3ee36b718f120147dc37d2d3880cf974.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, შემთხვევები, ახალი ამბები, თბილისი დღეს
საზოგადოება, შემთხვევები, ახალი ამბები, თბილისი დღეს
ვიდეო: რა ხდება კლუბ „ბასიანში“ – ადგილზე მობილიზებულია პოლიცია
21:26 24.12.2021 (განახლებულია: 00:00 25.12.2021) ღამის კლუბების გახსნა საქართველოში 17 დეკემბერს იგეგმებოდა, თუმცა მაშინ საქართველოს შრომის ინსპექციამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო.
თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. კლუბ „ბასიანის“ დამფუძნებლები დღეს დაგეგმილი ღონისძიების გაუქმებას არ აპირებენ, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
ჯერ კიდევ 7 დეკემბერს საქართველოს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ ღამის კლუბების ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ისინი მუშაობის განახლებას 16-17 დეკემბერს შეძლებდნენ. მაგრამ ღამის კლუბების მფლობელებს, რომლებიც ობიექტების გასახსნელად უკვე მზად იყვნენ, 10 დღის შემდეგ აცნობეს, რომ გახსნა უნდა გადაედოთ. ზოგი კლუბის მფლობელი არ დაეთანხმა ჯანდაცვის სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას და დაანონსებული ღონისძიება არ გააუქმა.
ასეთთა შორისაა კლუბი „ბასიანიც“, რის გამოც შრომის ინსპექციამ მისი დალუქვა გადაწყვიტა.
ამ წუთებში კლუბ „ბასიანთან“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები და სამართალდამცველები არიან მობილიზებული. კლუბთან ასევე შეკრებილი არიან ადამიანები, რომლებსაც დღევანდელი ღონისძიების ბილეთები აქვთ შეძენილი, და თბილისის სხვა ღამის კლუბებისა და „ბასიანის“ ხელმძღვანელებიც.
„გვითხრეს, რომ მოვემზადოთ 17 დეკემბრისთვის. ავიღეთ ვალები, შევასრულეთ შემუშავებული რეკომენდაციები - ვენტილაციის სისტემები და ა.შ. ჩვენ ვამოწმებთ კოვიდ-პასპორტებს, არ ვიღებთ PCR–ტესტებს, ანტიგენ-ტესტებს ან უვადო მწვანე პასპორტებს. ჩვენთან შემოდიან მხოლოდ სრულად ვაქცინირებული პირები. გვაქვს სრული უფლება, გავხსნათ დაგეგმილ დროს კლუბის კარები და ჩავატაროთ ღონისძიება. ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ. თუ ამას მოჰყვება სპეცრაზმის მოსვლა და რაღაც გართულებები, ეს უკვე ჩვენი ბრალი არაა“, — განაცხადა „ბასიანის“ დამფუძნებელმა ტატო გეთიამ.
მანამდე, 22 დეკემბერს ღამის კლუბების მფლობელებმა თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია ჩაატარეს, რომელიც მოჰყვა საკოორდინაციო საბჭოს განცხადებას იმის თაობაზე, რომ ამ დაწესებულებების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. კლუბების მფლობელები აცხადებენ, რომ მაინც ჩაატარებენ დაანონსებულ ღონისძიებებს, ხოლო თუ შრომის ინსპექცია მათ დალუქავს, ისინი მასობრივ საპროტესტო აქციებს მოაწყობენ.
ღამის კლუბები საქართველოში 2020 წლის მარტში დაიხურა, მალევე მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა (26 თებერვალი). მას შემდეგ მათ არცერთი დღე არ უმუშავიათ. ეპიდემიოლოგები და იმუნოლოგები ღამის კლუბების გახსნას ჯერჯერობით არ ემხრობიან.